შექმნეს მაჯის საათი, რომელიც ადამიანებს ალერგიული შეტევისგან იხსნის

ფოტო: techxplore

ადამიანებისთვის, რომლებსაც ალერგიის მძიმე ფორმები აწუხებთ, ეპინეფრინის ნემსი მწვავე შეტევის ბლოკირების თითქმის ერთადერთი საშუალებაა. სპეციალისტები ამბობენ რომ წამალი და ნემსი ალერგიის მძიმე ფორმებით დაავადებულებს მუდამ თან უნდა ჰქონდეთ.

ახლახანს ბრიტანელმა სტუდენტებმა გამოიგონეს  მაჯის საათი EpiWear-ი, რომელიც კრიტიკულ მომენტში ავადმყოფს გადაარჩენს.

მაჯის საათში დევს დასაკეცი შპრიცი, რომელშიც ალერგიის საწინააღმდეგო წამალია. შეტევის დროს საკმარისია მოწყობილობის გახსნა, მისი ფეხზე დადება, ღილაკზე ხელის დაჭერა და შპრიციდან წამალი პირდაპირ კანქვეშ ხვდება.    

EpiWear -ი 3D -დეტალებისგან არის დამზადებული. გამომგონებლების გეგმებში შედის მოდელის სრულყოფა, რომ სიბნელეში საათი ხილვადი გახდეს. ასევე განიხილება ინსტრუმენტისთვის ახალი ფუნქციების დამატება. თუმცა მანამდე ქსელში საათი ამ ფუნქციებით გაიყიდება. 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.