შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ექიმს პაციენტის მდგომარეობას დისტანციურად შეატყობინებს

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს სენსორული მოწყობილობა, რომლითაც ექიმი დისტანციურად შეძლებს გაიგოს, როგორია მისი პაციენტის მგომარეობა. საუბარია ინსულტის საფრთხის მქონე პაციენტებზე. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ინოვაციური მოწყობილობა ჭრილობაზე დასაკრობ პატარა პლასტირს ჰგავს. მისი სენსორები ადამიანის გულის მუშაობას აანალიზებს და შესაბამის ინფორმაციას ექიმს უგზავნის.

ტექნოლოგია ამჟამად გამოცდას გადის.

ექიმებმა სენსორული მოწყობილობა დაუმაგრეს ქალს, რომელმაც ორი წლის წინ ინსულტი გადაიტანა და ახლა ის ექიმების მხრიდან მუდმივ ყურადღებას საჭიროებს.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.