შეშფოთებული ვარ უგულავას გასამართლებითა და ქართველი ოპოზიციონერების დევნით – დონალდ ტუსკი

“შეშფოთებული ვარ უგულავას გასამართლებითა და ქართველი  ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნით”, – ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.

ტუსკი წერს, რომ მართლმსაჯულება პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად არ შეიძლება იქნას გამოყენებული.

 „შეშფოთებული ვარ უგულავას გასამართლებითა და ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნით. მართლმსაჯულების სისტემა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის. მმართველმა ელიტამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია. კანონის უზენაესობა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისთვის არსებითია“,- წერს დონალდ ტუსკი.

 შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს თბილისის ყოფილ მერს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას შემდეგ, რაც აღნიშნულ საქმეზე კითხვები გაჩნდა, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.