შეცდომები, რომლებსაც დასავლეთი რუსეთთან ურთიერთობაში უშვებს

რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე შფოთვა ადრე თუ ექსცენტრულად ითვლებოდა, ახლასაყოველთაო გახდა. თუმცა, არასწორი აღქმა კვლავ არსებობს, რაც კრემლის მოყენებულზიანზე ეფექტიან რეაგირებას აფერხებს.

არასწორი აღქმის 10 მაგალითი:

1) “საფრთხე სამხედრო ხასიათისაა.”

დიახ, უკრაინაში ომია და დიახ, ჩვენი ყოფნა ბალტიისპირეთის ქვეყნებში უნდა გაძლიერდეს. დიახ, თანამდროვე რუსული შეიარაღების ნაწილი შთამბეჭდავია (ყოველ შემთხვევაში, პროტოტიპები). მაგრამ რუსეთი არ არის საბჭოთა კავშირის ტიპის სამხედრო სუპერძალა და დასავლეთთან სრულმასშტაბიან ომს ვერ გაუძლებს. ბლეფი და დაშინება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მხოლოდ უფრო დიდი ჰიბრიდული ომის ხელსაწყოების კომპლექტის ნაწილია.

2) “ეს ახალი პრობლემაა.”

ეს ახალია მხოლოდ მათთვის, ვინც აქამდე ყურადღებას არ აქცევდა. საბჭოთა კავშირი პოლიტიკური ომის პიონერი იყო. რუსეთის ნეო-კოლონიალისტური ბულინგი მისი მეზობელი ქვეყნების მისამართით ვლადიმირ პუტინზე ძველია. ჰკითხეთ ბალტიისპირელებს, ქართველებს, მოლდოველებს და უკრაინელებს. ისინი და სხვები დასავლეთს ჯერ კიდევ 1990-იან წლებში აფრთხილებდნენ, მაგრამ ჩვენ არ მოვუსმინეთ.

3) “ყველაფერი დეზინფორმაციის ბრალია.”

ეს ძალიან უსარგებლო ფრაზა დღეს ნიშნავს “ისეთ მედიაგაშუქებას, რომელიც მე არ მომწონს.” მეტიც, საინფორმაციო ომი კრემლის არსენალის მხოლოდ ერთი, შედარებით ხილვადი ნაწილია. ის ნაწილები, რომელთაც ვერ ვხედავთ, მთლიანობაში ბევრად შემაშფოთებელია.

4) “ეს ჩვენი ბრალია.”

მორალური ტოლობის დასმის ჟინი დაღად აზის დასავლურ აზროვნებას. საუბარია იმაზე, რომ რუსული ტაქტიკა არაფრითაა იმაზე უარესი, რაც დასავლეთს ჩაუდენია წარსულში. კიდევ ერთი არგუმენტი არის ის, რომ ჩვენ გავაღიზიანეთ კრემლი NATO-სა და ევროკავშირის გაფართოებით. ორივე შეცდომაა. ჩვენ ვიცავთ 1991 წლის შემდგეგ დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც სუსტებს ძლიერების წინააღმდეგ სამართლიანობის რაღაც გარანტიებს მაინც სთავაზობს. რუსეთს კი სურს, ჩვენი ეს მიდგომა ჩაანაცვლოს იმ პრინციპით, რომ სიმართლე ძალაა. ნატომ და ევროკავშირმა ახალი წევრები მიიღეს არა კვაზი-იმპერიული პროექტის ფარგლებში, არა რუსეთთან დასაპირისპირებლად, არამედ იმიტომ, რომ ეს ყოფილი მძევალი ქვეყნები აკაკუნებდნენ მათ კარზე და შეშვებას ითხოვდნენ.

5) “ეს ყველაფერი აშშ-ის ბრალია.” 

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ასეთი ეგოცენტრული მიდგომა ფართოდაა გავრცელებული რუსეთის შესახებ დისკუსიაში თავად ამერიკაში. ამაზე საუბრობენ ისინიც, ვინც რუსეთის მონაწილეობას ამერიკულ პოლიტიკაში გადაჭარბებულად აფასებს და ისინიც, ვინც რუსეთის როლს საერთოდ უარყოფს. რუსეთი იგივე ტაქტიკას ათობით სხვა ქვეყანაში მიმართავს და ამერიკელებს თავისუფლად შეუძლიათ, ისწავლონ მათი გამოცდილებიდან.

6) “ეს პუტინის ბრალია.”

რუსეთის ლიდერი რუსეთთან ჩვენი პრობლემების სიმპტომია და არა მისი გამომწვევი მიზეზი. ქსენოფობიურ კლეპტოკრატიას, ისევე, როგორც იმპერიალისტურ აზროვნებას, ღრმა ფესვები აქვს. ისინი პუტინს უკან მოიტოვებენ და მის შემდეგაც იარსებებენ.

7) “ამის შეჩერება შეუძლებელია.”

პუტინის დემონიზების არ იყოს, ეს განცხადებაც გაუმართლებლად აზვიადებს რუსეთის შესაძლებლობებს. რუსეთი ფუნდამენტურად სუსტი და ჩამორჩენილი ქვეყანაა, რომელსაც დასავლეთისათვის კონკურენციის გაწევა არ შეუძლია. ეს სავსებით შესაძლებელია, ამის რესურსი არსებობს, უბრალოდ კოორდინაცია და ნება გვჭირდება, რაც გადაწყვეტადია თუ მოვინდომებთ.

8) “რუსეთზე ილუზიები წარსულს ჩაბარდა.”

დიახ, დასავლეთმა დაიწყო გამოღვიძება. დიახ, რუსეთი ფინანსური და სხვა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. დიახ, რეჟიმი შიდა დაპირისპირების და სხვა სირთულეების წინაშე დგას, მაგრამ ახლა გამარჯვების გამოცხადება მხოლოდ თავზეხელაღებული თვითკმაყოფილების გამოვლინება იქნება.

9) “ეს მეორეხარისხოვანია.”

დიახ, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩინეთი უფრო დიდი და შემაშფოთებელი მოწინააღმდეგეა. მაგრამ ჩვენი საზოგადოების სუსტი წერტილები, რომელსაც რუსეთი დღეს იყენებს, შესაძლოა გამოიყენოს პეკინის მოძმე-კომუნისტურმა მმართველობამაც. თუ ჩვენი ღრმა ფესვების მქონე ტრანსატლანტიკური ალიანსი ევროპაში გამოცდას ვერ გაუძლებს, აღმოსავლეთ აზიაში დასავლური ერთობის შენარჩუნება როგორღა უნდა შევძლოთ?

10) “მთავარია, შევაკავოთ”.

მაცდუნებელია ძალისხმევის სანქციებზე და სხვა შემაკავებელ ზომებზე კონცენტრირება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი საზოგადოების სისუსტეები ამით არსად წავა – ბინძური ფული, “დაყავი და იბატონე” ილეთები, ძირგამომთხრელი გათვლები და დივერსიები, განსგტერიზმი, საინფორმაციო შეტევები – ეს ყველაფერი ადგილზე დარჩება. შემაკავებელი ზომების გაძლიერება მნიშვნელოვანია გადარჩენისთვის, მაგრამ საკმარისი არ არის. ჩვენი სისუსტეები უნდა დავძლიოთ.

ედვარდ ლუკასი

ჟურნალ The Economist-ის ყოფილი რედაქტორი, ვარშავასა და ვაშინგტონში მდებარეევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი ვიცეპრეზიდენტი; ლონდონის თაიმსისკომენტატორი.

ტაბულა

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.