შეხვდება თუ არა კვირიკაშვილი პუტინს? – ირაკლი კობახიძე პასუხობს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთადერთი ფორმატი, სადაც საქართველოსა და რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების შეხვედრა შეიძლება მოხდეს, ესაა ჟენევის ფორმატი.

ამის შესახებ კობახიძემ “ტვპირველის” “რეაქციაში” წამყვანის კითხვის – შეხვდება თუ არა პრემეირ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, საპასუხოდ განაცხადა.

“განცხადებაში საუბარი იყო იმაზე, თუ რა ფორმატში შეიძლება შედგეს დიალოგი ქართულ და რუსულ ხმარეებს შორის, იქ საუბარი იყო ჟენევის ფორმატზე და ერთადერთი ფორმატი სადაც შეიძლება შედგეს მაღალ დონეზე შეხვედრა, მათ შორის პრემიერის შეხვედრა მის კოლეგასთან, ეს არის. მოლოდინებზე თუ ვისაუბრებთ, არსებობს გარკვეული შესაძლებლობა, პრემიერებს შორის შეხვედრის. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა. სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას არ პასუხობს ხოლმე. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, თუმცა დიდი იმედი გავქვს, რომ ეს მიდგომა შეიცვლება”, – განაცხადა კობახიძემ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.