შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიასა და ლიხტენშტეინთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა

2018 წლის პირველი მაისიდან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ყველა წევრ-სახელმწიფოს შორის ამოქმედდა. ამის შესახებ „კომერსანტს“   ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის დეპარტანეტის ხელმძღვანელი, მარიკა გაბუნია ესაუბრა. მარიკა გაბუნიას თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება შესაძლებლობას იძლევა, საქართველოში წარმოებული პროდუქტების და სერვისების დიდი ნაწილი სატარიფო ბარიერების გარეშე განთავსდეს 14 მილიონიან, მაღალ მსყიდველობითი უნარის მქონე სამომხმარებლო ბაზრებზე.

„თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ყველა წევრ-სახელმწიფოს შორის ამოქმედდა, იგი მოიცავს ოთხ ქვეყანას : შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიასა და ლიხტენშტეინს.

2016 წელს დაიწყო მოლაპარაკებები, ხოლო 2017 წელს ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას,რომელიც 2017 წლის 1ლი სექტემბრიდან  ნორვეგიისთვისა და ისლანდიისთვის, ხოლო შვეიცარიისა და ლიხტენშტეინისთვის 1ლ მაისს შევიდა ძალაში.

საუბარია, საკმაოდ დიდ, 14 მილიონიან,  მაღალ მსყიდველობითი უნარის მქონე სამომხმარებლო ბაზარზე. მანამდე ამ ქვეყნებთან ჩვენი ვაჭრობა ინტენსიური არ ყოფილა, ძირითადად შვეიცარიასთან გვქონდა ვაჭრობა და  ჩვენი ექსპორტი საკმაოდ მზარდია ამ ქვეყნის ბაზარზე. იმედი გვაქვს,რომ ამ ხელშეკრულების ძალაში სრულად შესვლისთანავე ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზრდება.ამ მხრივ,  ოპტიმისტური ექსპორტის მაჩვენებლები გვაქვს, ბოლო 3 თვის მონაცემებით EFTA -ს ქვეყნებზე ჩვენი ექსპორტი 17 %-თაა გაზრდილი.

ჩვენ დიდი იმედი გვაქქვს რომ ამ ხელშეკრულების ამოქმედებისთანავე ქართული ტრადიციული საექსპორტო პროდუქცია ინტენსიურად გავა ამ ბაზრებზე,“- განაცხადა მარიკა გაბუნიამ.

კომერსანტი

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.