“შინაგანი ორგანოები ამოღებული, შემდეგ კი უკან ჩაბრუნებულია” – ექსპერტი

გალის იზოლატორში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა.

ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს ყელზე დაზიანებები აღენიშნება.

„რაც შეეხება შინაგან ორგანოებს ისინი ცხედრიდან ამოღებული, შემდეგ კი უკან ჩაბრუნებულია. არის თოკის ჩანართები, მეტი დაზიანებები ფაქტიურად არ არის და დამატებითი გამოკვლევების შემდეგ დადგინდება რაღაცეები. დაზიანებები რაც იყო ყელზე უმნიშვნელო ნაჭდევები იყო ეს სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ განვითარებული მაგაზე ლაბორატორიული კვლევებისთვის აღებული იქნა ნაჭრები“, – აცხადებს ექსპერტი ირაკლი თოიძე.

ირაკლი კვარაცხელიას ოჯახი და ახლობლები პირველივე დღიდან გამორიცხავენ თვითმკვლელობის ვერსიას.

„არ გვაქვს ინფორმაცია რატომ იყო გადასული ან დადიოდა თუ არა. გალში არავინ არ გადავიდოდა რომ ჩაედინა თვითმკვლელობა, ეს თავიდანვე გამორიცხულია, ყოვლად მიუღებელი არგუმენტია“, – აცხადებს ირაკლი კვარაცხელიას ახლობელი.

არსებული ინფორმაციით, 29 წლის ირაკლი კვარაცხელია რუსმა ჯარისკაცებმა დაკითხვისას ელექტროშოკით აწამეს, რა დროსაც მას გულის შეტევა მოუვიდა. საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ კვარაცხელიამ თავი მოიკლა.

“ნიუპოსტი”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.