შოთა რუსთაველის დავიწყებული 850-ე იუბილე

2016 წელი შოთა რუსთაველის 850-ე იუბილედ იყო გამოცხადებული, თუმცა ამის შესახებ ბევრმა ადამიანმა ვერც გაიგო.

ქართული კულტურის ყველაზე დიდ სიმბოლოსთან ქართველების დამოკიდებულება ასეთია – მას თან უდიდეს მოვლენად აღიარებენ, მაგრამ ბევრს არაფერს ან ვერაფერს აკეთებენ მისი პოპულარიზაციისთვის, არც საქართველოში და არც მსოფლიოში.

დღემდე ვერავინ გაბედა ვეფხისტყაოსანზე ფილმის გადაღება ან მასშტაბური სპექტაკლის დადგმა. მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გაიმართა პრემიერა პანტომიმის თეატრში, სადაც ისტორიას მოძრაობით გადმოსცემენ, მაგრამ პოეტის არცერთი სიტყვა არ ისმის.

დაფინანსების არარსებობის გამო, ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებული უამრავი კონცეფცია ქაღალდზე რჩება. დღემდე არ არსებობს შოთა რუსთაველის მუზეუმი. 14 წელია, გრძელდება და ჯერაც ვერ დასრულდა პროექტი, რომელიც ცნობილი ადამიანების მიერ შესრულებული ხელნაწერის გამოცემას ითვალისწინებს.

საქართველოში არავინ იცის, სად არის რუსთაველის საფლავი. შემორჩენილი იყო ერთი ფრესკა იერუსალიმში, რომელიც, სამწუხაროდ, გადაფხიკეს.

ცნობილი ძეგლიც კი, რომელიც რუსთაველის მოედანზე დგას, სინამდვილეში, დაუსრულებელია და მხოლოდ ფრაგმენტია გრანდიოზული კომპლექსისა, რომელიც ამ ადგილზე უნდა გაშენებულიყო.

რუსთველის 800 წლის იუბილე 50 წლის წინ საბჭოეთში აღნიშნეს. მაშინ ვეფხისტყაოსანი სხვადასხვა ენაზე ითარგმნა, სახალხო ზეიმს საქართველოში მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული რუსთველოლოგი შუერთდა. ხმაურიან, საზეიმო კონფერენციას საბჭოთა ქვეყნების მწერალთა კავშრების წევრები დაესწრნენ. სტალინმა საბჭოეთს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ ის ველური კავკასიური ტომიდან კი არა, იმ ქვეყნიდან იყო, სადაც მსოფლიო პოეზიისა და ფილოსოფიის ღირსეული წარმომადგენელი შოთა რუსთაველი დაიბადა. მაშინ პოეტის მონუმენტი მოსკოვშიც კი საზეიმოდ დადგეს. საბჭოთა ხალხმა რუსთაველი კულტურული მემკვიდრეობის მთავარ მიღწევად აღაიარა.

საქართველოს კულტურის სამინისტრო გეგმავს, რომ  2017 წელს 15 მაისი რუსთაველის დღედ  გამოცხადდეს.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.