შსს – საქართველოში დანაშაულის სტატისტიკა 2019 წელს 10%- ით გაიზარდა

საქართველოში დანაშაულის სტატისტიკა 2019 წელსაც გაიზარდა. შსს-ს იანვარი-ნოემბრის ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში 58 738 დანაშაული გამოვლინდა, რაც 2018 წლის მონაცემებზე 10%-ით მეტია. სტატისტიკის თანახმად, მომატებულია ისეთი მძიმე დანაშაულები, როგორებიცაა: განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, მკვლელობის მცდელობა, თვითმკვლელობამდე მიყვანა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ქურდობა, ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღება, კონტრაბანდა, სამსახურებრივი გულგრილობა და სხვა. დანაშაულის სტატისტიკა იზრდებოდა გასულ წლებშიც.

დანაშაულის რეგისტრირებული შემთხვევებიდან, გახსნილია მხოლოდ 20 503 შემთხვევა, რაც საერთო მაჩვენებლის 34.91% შეადგენს.  არასაპარლამენტო ოპოზიცია გახსნილი დანაშაულის დაბალ მაჩვენებელს „ქართული ოცნების” პოლიტიკურ დაკვეთებს უკავშირებს. მათი თქმით, ქვეყანაში შერჩევითი სამართალი და დაუსჯელობის სინდრომია.

საგანგაშოა მაჩვენებელი კიბერდანაშაულის კუთხით – 1600 შემთხვევიდან გახსნილია მხოლოდ 80 დანაშაული, რაც საერთო მაჩვენებლის დაახლოებით 5%-ს შეადგენს.

შერჩევით სამართალზე ამახვილებენ ყურადღბას სამოქალაქო აქტივისტები და არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათი თქმით, სამართალდამცავი უწყებები დაკავებულნი არიან პოლიტიკური დავალებების შესრულებით, რის გამოც ვითარებას ვეღარ აკონტროლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე განცხადებები არ გაკეთებულა მმართველ პარტიაში.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.