შსს-ს თანამშრომლებს ივანიშვილის კერძო ტერიტორიის დაცვას აიძულებენ – “დავტოვებ ამ ქვეყანას საერთოდ”

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მისასვლელი გზის დასაცავად პოლიციის თანამშრომლები, კერძო დაცვის სამსახურთან ერთად, დააყენეს. 

უკვე  კერძო პირის ტერიტორიას, რომელიც ივანიშვილს როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი წულუკიანის უწყებამ რამდენიმე წუთში დაურეგისტრირა, შსს-ს წარმომადგენლები იცავენ. 

ჩვენთვის მოწოდებული ვიდეო მასალიდან ირკვევა, რომ პოლიციამ არ იცის ეს ტერიტორია კერძო არის თუ არა და ირწმუნება, რომ ეს დავალება სამმართველოს უფროსმა მისცა.

ამის გამო, ადგილზე პოლიციელებსა და რამდენიმე ადამიანს შორის, მათ შორის იყო  შუახევის საკრებულოს წევრი და ფრაქციის თავჯდომარე სოსო ზოიძე მცირე შელაპარაკება მოხდა. 

შსს-ს თანამშრომელი: ‘ბატონო სოსო, როგორც გვითხრა ხელმძღვანელობამ, ვერ გახვალთ ამ გზაზე”

ს.ზოიძე: “რომელმა ხელმძღვანელობამ დაგავალა”?

შსს-ს თანამშრომელი: რომელმა და დაცვის უფროსი თუ ვინც არის აქ. სამმართველოს უფროსია თუ ვინ…

ს.ზოიძე: აქ დაცვის უფროსი რომაა? 

შსს-ს თანამშრომელი: ხო, ბიჭო ის. 

ს.ზოიძე: ის კერძო დაცვის უფროსია და შენ, სახელმწიფოს სამსახურის წარმომადგენელი. 

შსს-ს თანამშრომელი: მაცალე ბიჭო, დავრეკავ, მოვლენ აქ და გავარკვევთ ყველაფერს.

ს. ზოიძე: კი მარა, კერძო დაცვის დავალებას რატომ ასრულებ? ის იძლება ბრძანებებს? 

შსს-ს თანამშრომელი: მოვა ახლა ჩემი ხელმძღვანელებიც და დაცვის უფროსიც და ილაპარაკებთ. 

დაცვის უფროსი იძახებს სახელმწიფო სამსახურს და იხმარს. დახმარებს ითხოვს აქ.

ს.ზოიძე:  შენ გამოგიძახეს და იმიტომ ხარ აქ?

შსს-ს წარმომადგენელი: კი ბატონო, ბიჭბი შევცვალეთ, წუხელ ვინც იყვნენ აქ ისინი. დღეს დილის 10 საათზე შევცვალეთ. 

ს.ზოიძე: ე.ი კერძო საკუთრებას იცავთ არა? 

შსს-ს თანამშრომელი: კი ბატონო ასეა, რამდენი ხანია. ვეხმარებით ამათ.

ს,ზოიძე:  ამდენი ქურდობა და ყაჩაღობა ხდება და თქვენ აქ ბიძინას იცავთ არა? კერძო სტრუქტურის დაცვის უფროსის დავალებას ასრულებ? ყოჩაღ ბიძინა. მთელი სახელმწიფო მის დაცვის უფროსს ემორჩილება. 

შსს- ს თანამშრომელი: არ შემიძლია ეს ქვეყანა, საერთოდ წავალ ამ ქვეყნიდან. საშველი მაინც არაა არაფერი. 

ცნობისთვის:  შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მისასვლელი გზა იუსტიციის სამინისტრომ არასასოფლო-სამეუნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა და სარეალიზაციოდ მოამზადა.

თეა წულუკიანის უწყებამ 27 წუთში დაარეგისტრირა სავალი გზა მიწის ნაკვეთად, რომელსაც დიდი ალბათობით ბიძინა ივანიშვილი დაისაკუთრებს.

 ბიძინა ივანიშვილს მიწის დარეგისტრირების შემდეგ საშუალება ექნება აქციის მონაწილეებს ,მის შეკვეთილის რეზიდენციასთან მისვლა აუკრძალოს.

ავტორი: გურიის მოამბე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.