„ჩეჩნეთის ხელისუფლება მზად არის საქართველოში მიმავალი გზის მშენებლობას შეუდგეს“ – გამიზნული პროვოკაცია თუ საქართველოს ხელისუფლების უგუნური ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ?

ჩეჩნეთის ხელისუფლება მზად არის საქართველოში მიმავალი გზის მშენებლობას შეუდგეს, – ამის შესახებ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა. „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე კადიროვმა ჩეჩნეთის მთავრობის ხელმძღვანელთან აბუბაქარ ედელგერიევთან ისაუბრა.

კადიროვის თქმით, საქართველოში მიმავალი გზა ერთ-ერთია იმ ოთხი პროექტიდან, რომელთა განხორციელებისთვისაც რესპუბლიკის ხელისუფლება მზად არის.

„საუბარია ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე, გროზნოში აეროპორტის აღდგენის მეორე ეტაპის დასრულებაზე და ჩეჩნეთის შიდა საავტომობილო გზების მშენებლობის დასრულებაზე. კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, შესაძლოა, საქართველოში მიმავალი გზის მშენებლობაზე განაცხადი გახდეს“, – განაცხადა კადიროვმა.

აბუბაქარ ედელგერიევის განცხადებით, ეს პროექტი ახლა განხილვის სტადიაში იმყოფება.

 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.