ჩეხეთმა ოტელების მფლობელებს ნება დართო, რუს ვიზიტორებს ყირიმის უკრაინული კუთვნილების აღიარება მოსთხოვონ

ჩეხეთში საკონსტიტუციო სასამართლოში მოხვდა ოტელBRIONI–ს მფლობელ ტომაშ კრჩმარჟის გახმაურებული საქმე, რომელიც 2014 წლის მარტში მის მიერ 49 რუსი სპორტსმენისარშეშვებასა და ოტელში რუსეთის მოქალაქეების მიღების აკრძალვას ეხება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა ოტელის მფლობელის უფლება, ვიზიტორებს ყირიმის უკრაინული კუთვნილების აღიარება მოსთხოვოს.

კრჩმარჟმა განუცხადა რუს სპორტსმენებს, რომ ოტელში რუსეთის მხოლოდ იმ მოქალაქეებს მიიღებს, რომლებიც რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების მიმართ პროტესტს წერილობითი სახით დაადასტურებდნენ. ჩეხეთის სავაჭრო ინსპექციამ მაშინ ოტელი 2,27 000 დოლარით დააჯარიმა და მოტივად ამა თუ იმ სახელმწიფოს კუთვნილების ნიშნით მოქალაქეთა დისკრიმინაცია დაასახელა, თუმცა მოგვიანებით საჯარიმო თანხა შეამცირა.

ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ოტელიერის ქმედებაში დისკრიმინაცია ვერ განჭვრიტა და განმარტა, რომ ვიზიტორები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები BRIONI–ში შესახლების პირობებზე და თავისუფლად შეეძლოთ, სხვა ოტელი აერჩიათ. ამასთანავე, სასამართლომ ხაზი გაუსვა პრაღის ოფიციალურ პოზიციას, რომლის თანახმად, ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა.

ცნობისთვის: რუსეთმა მის მიერ ანექსირებული ყირიმი 2014 წელს, ნახევარკუნძულზე ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ მიიერთა.

accentnews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.