ჩვენი მიზანია ოპოზიციის გაძლიერება და ამას ემსახურება საკონსტიტუციო ცვლილებებიც -კობახიძე აშშ-ს დაზვერვის სამსახურის ანგარიშს ეხმაურება

„ჩვენი მიზანია ოპოზიციის გაძლიერება. ამას ემსახურებოდა, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც სწორედ, რომ ოპოზიციას აძლიერებს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“, შესაძლოა, ოპოზიციური პარტიების შეზღუდვას ეცადოს.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის გასაძლიერებლად მმართველი გუნდი სხვა საკანონმდებლო ცვლილებების შესაძლებლობასაც განიხილავს.

„განიხილება ასევე სხვა საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის „პოლიტიკური პარტიების შესახებ“ კანონში განვიხილავთ ცვლილებების შესაძლებლობას იმისათვის, რომ მეტი რესურსი მიენიჭოს ოპოზიციურ პარტიებს. ჩვენი მიზანია, რომ გაძლიერდეს ოპოზიცია. ასეთი ოპოზიციით, ბუნებრივია დაბრკოლება ექმნება პოლიტიკური სისტემის განვითარებას. გვჭირდება, რომ დღევანდელი ოპოზიციური პარტიები თუ პოტენციური ოპოზიციური პარტიები, რომლებიც გაჩნდებიან მომავალში, გაძლიერდნენ და ისინი იყვნენ ძლიერად წარმოდგენილი პოლიტიკურ ასპექტში. ოპოზიციის სისუსტე არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ჩვენი პოლიტიკური სისტემის და ამ მიმართულებით საჭიროა ჩვენი მხრიდან მუშაობა“.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.