“ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ რუს ოკუპანტებს მშვიდ გარემოში შეეღობა ჩვენი ტერიტორიები” – ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს:

“ხაზარაძემ – სახლს მივცემ გუგუტიანთკარელებს, მათ, ვინც მთელი მსოფლიოს თვალწინ საკუთარი ხელით საკუთარ სახლს შლის. ასევე, მან მოუწოდა სხვა ბიზნესმენებს დაეხმარონ ამ ადამიანებს.
რას ამბობს ამ დროს ხელისუფლება, რას პირდება იმ ოჯახებს, რომლებიც 2019 წელს იძულებულები არიან ოკუპანტების “კეთილი ნების” , სამდღიანი ულტიმატუმის პირობებში აგურ-აგურ გამოზიდონ სახლი?
არაფერს.
ყოველ შემთხვევაში ხმამაღლა არაფერს ამბობს. ციხელაშვილი ჩადის და ვერ იგებს, მართლა აქვთ ამ სახის პრობლემა გუგუტიანთკარელებს თუ არა.
კონფლიქტური ზონის(შიდა ქართლის) მოსახლეობის 70-80% ბოლო სამი წლის განმავლობაში სოციალური დახმარება მოუხსნა ჩვენმა ხელისუფლებამ.
10 დღეა გასული გუგუტიანთკარის მცოცავი ოკუპაციის მორიგი ფაზის დაწყებიდან და ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ რუს ოკუპანტებს მშვიდ გარემოში შეეღობა ჩვენი ტერიტორიები.
ესე ალაგებთ ბატონებო ოკუპანტებთან ურთიერთობებს?”

ფაქტები.ჯი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.