ჩვენ ვაგრძელებთ იმ ტრადიციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ამ ქვეყანაში – რა იგულისხმება, ხეების თხრა თუ პოლიტიკიდან წასვლა და კულისებიდან მართვა?

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული გუნდია და აგრძელებს იმ ტრადიციას, რომელიც ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ამ ქვეყანაში.

„თუ ვინმე ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ამ გუნდის გარკვეული ნაწილი არ არის  ეროვნული და არის ანტიეროვნული, ეს მისი პრობლემაა. ჩვენ გავაგრძელებთ საქმის კეთებას ქვეყნის საკეთილდღეოდ“,- განაცხადა სოფო კილაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს. ამის მიზეზად კი მან, უმრავლესობის მიერ საზმაუს ბორდის წევრად ნინია კაკაბაძის კანდიდატურისთვის მხარდაჭერა დაასახელა.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.