“ჩვენ უნდა დაგვემალა დეფექტები…” – “ვარკეთილის” მეტროს მუშის სკანდალური განცხადება

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარემონტო სამუშაოები დარღვევებით შესრულდა და ის თავიდანვე ნგრევისთვის იყო განწირული. ამის შესახებ განცხადებას დავით ტაბახმელაშვილი “კურიერთან” საუბარში აკეთებს. ის „ყვარელრემმშენის“ დაქირავებული მუშა იყო და სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობდა. ტაბახმელაშვილი ამბობს, რომ დარღვევების შესახებ მუშებმა კომპანია გააფრთხილეს, თუმცა სანაცვლოდ კომპანიამ მუშებს ამ ამბის დამალვა მოსთხოვა:

“სიმყარე არ ჰქონდა, დასკდა და არ იყო სწორედ გაკეთებული. ზევითა კიბეებიდან თუ დააკვირდებოდით, ძალინ დიდი ტალღოვანობა ჰქონდა და ქანაობდა. მატარებელი რომ მიდიოდა მოდიოდა ის ქანაობდა, არ იყო მყარად ჭერი გაკეთებული. ის ფიზიკურად ვერ გაუძლებდა …გააკეთეს ნათურები რითიც დამალეს დეფექტები

ჩვენ შემოგვთავაზეს, რომ ხელახლა დაგვეშპაკლა, თანხის მომატებაც შემოგვთავაზა , ანუ გადაგვიხდიდა ჩვენი სამუშაოს ჩატარებაში , მაგრამ ჩვენ უარი განვაცხადეთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გარდა კიდევ შვიდი კაცი მუშაობდა და ჩვენ ვთქვით, რომ არ გვიღირდა იქიდან გამომდინარე, რომ ეს დაკიდეული ჭერი ამხელა მოცულობას და მასას და ცარცს ვერ გაუძლებდა შეიძლებოდა უფრო მალე ჩამონგრეულიყო ვიდრე ეს ტრაგედია დატრიალდებოდა.

გვქონდა შემოთავაზება, რომ ჩვენ უნდა დაგვემალა დეფექტები…ყველაზე საშინელი მდგომარეობა ჭერის დეფექტი იყო. ვერაფერი ვერ უშველეს, ვერც შპაკლით, ვერც ფრანგული ჭერით და გადაწყვიტეს მერე უბრალოდ ნათურებით დაემალათ და მოახერხეს კიდევაც ეს ყველაფერი, მთელი 400 ცალი ნათურა გააკეთეს. რო შეხედავდი თვალს გჭრიდა ეს ნათურა და დეფექტს ვერანაირს ვერ დაინახავდი, მაგრამ შედეგი ცხადია .

მერიიდან არავინ მოსულა, არც ერთი კონკრეტული პირი, არც ერთი ექსპერტი მე აქ არ მინახავს . მთელი 5 თვე მე აქ ვმუშაობდა და მთელი ღამე აქ ვიყავი. სამუშაოები ვარკეთილში უფრო ადრე დამთავრდა, ვიდრე გლდანის მეტროში ” აცხადებს ტაბახმელაშვილი “კურიერთან” საუბარში.

ტაბახმელაშვილი ამტკიცებს, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მსგავასად რთული ვითარებაა მეტროსადგურ ახმეტელის თეატრში, სადაც იგივე პრინციპით დაამონტაჟეს ჭერი ესკალატორის თავზე. ამ დროისათვის აღნიშნულ ბრალდებებს კომენტარს არ აკეთებენ არც “ყვარელრემშენში” და არც მერიაში.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.