“ჩვენ უნდა ვმართოთ ეს ქვეყანა არა რაღაც გაგებებით, არამედ კანონით,” – გიორგი ქობულია არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს

ქვეყანა უნდა იმართებოდეს კანონების შესაბამისად, მართვის სხვა მეთოდები კატეგორიულად მიუღებელია – ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა არაფორმალურ მმართველობასთან და ბიზნესწილების გადანაწილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ახალ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გააკეთა. გიორგი ქობულია ამბობს, რომ ქვეყანა არ უნდა იმართებოდეს არა ვიღაცეების გაგებით, არამედ ის უნდა იმართებოდეს კანონის შესაბამისად.

„არ მაქვს ამის ფაქტები, მაგრამ ეს თუ ასეა, ეს არ არის სწორი. ასეთი რამე არ უნდა მოხდეს. ანუ ჩვენ თუ გვინდა, რომ ეს ქვეყანა წინ წავწიოთ, ჩვენ უნდა ვმართოთ ის რაღაც კანონების შესაბამისად. ჩვენ უნდა ვმართოთ ეს ქვეყანა არა რაღაც გაგებებისმიხედვით, ვიღაცას როგორ ესმის, არამედ ჩვენ უნდა ვმართოთ კანონის და წესების  მიხედვით. თუ ესეთი რაღაც ხდება ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ და ეს არ არის მისაღები იმიტომ, რომ არავის არ გვეხმარება არაფერში,“-განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.