ჩინეთი ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად $150 მლრდ-ს დახარჯავს

ჩინეთის მიზანს იმპორტდამოკიდებულების შემცირება წარმოადგენს

ბლუმბერგის ინფორმაციით, ჩინეთი ჩიპების მწარმოებელი ადგილობრივი ქარხნებისთვის $31.5 მლრდ-იან დახმარებას გეგმავს. ამჯერად ქვეყანა წელიწადში $200 მლრდ-ის ოდენობის ჩიპების და სხვა მსგავსი ტექნოლოგიების იმპორტს ახორციელებს.

ჩინეთი ამ ფაქტს ეროვნული უსაფრთხოების რისკ ფაქტორად განიხილავს. არსებული სიტუაციის შესაცვლელად, ქვეყანა 10 წლის მანძილზე $150 მლრდ-ს დახარჯვას გეგმავს.

ეეკონომისტთა ნაწილი ამ რაოდენობის თანხის დახარჯვას გაუმართლებლად მიიჩნევს და აღნიშნავს რომ იმპორტი სასურველი ტემპით არ შემცირდება, თუმცა მთავრობა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

წყარო: bfm.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.