ჩინეთმა ამერიკასთან სავაჭრო ომში პოზიციები დათმო

ჩინეთის რესპუბლიკის ლიდერმა, სი ძინ პინმა განაცხადა, რომ იმპორტირებულ ავტომობილებზე ტარიფებს შეამცირებს და ქვეყანაში ინტელელექტუალური საკუთრების დაცვას გააძლიერებს. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.

“ჩინეთის ღია კარი არ დაიხურება. პირიქით, ის უფრო ფართოდ გაიღება“, განაცხადა სი ძინ პინმა Boao-ს ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

სააგენტოს თქმით, ოფიციალური პეკინის მიერ გაჟღერებული საკითხები ჩინეთსა და აშშ-ის შორის სავაჭრო ომის შესუსტებისკენ არის მიმართული. ფორუმზე სი ძინ პინს ღიად არ უხსენებია აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი და არც პოტენციური სავაჭრო ომი, თუმცა იმ სფეროების განვითარების შესახებ დადო პირობა, რომლებიც აშშ-ისთვის პრიორიტეტია.

საუბარია საბანკო სფეროს გახსნილობასა და პეკინის მხრიდან იმპორტის გაზრდაზე.

მანამდე დონალდ ტრამპმა Twitetr-ზე განაცხადა, რომ ჩინეთის მხრიდან ამერიკის ინტელექტუალური საკუთრების მითვისებამ ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 300 მილიონი დოლარით დააზარალა.

ე.წ. სავაჭრო ომის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ დამატებით 100 მილიარდი დოლარის ოდენობის საქონელზე ტარიფების დაწესება გადაწყვიტა. ინიციატივის განხილვა მან თეთრი სახლის ადმინისტრაციას დაავალა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების საპასუხოდ, ჩინეთმა აშშ-დან იმპორტირებულ 128 დასახელების საქონელზე გაზრდილი გადასახადი დააწესა.

მანამდე დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ კომპლექსური სავაჭრო ზომების მიღების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. ზომებს შორისაა ტარიფების დაწესება მთელ რიგ ჩინურ საქონელზე, რომელთა საერთო ბრუნვა 60 მილიარდი დოლარია. აგრეთვე შეზღუდვები დაწესდება ჩინურ ინვესტიციებზე.

თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, მან პეკინისგან 100 მილიარდი დოლარით სავაჭრო დეფიციტის “დაუყოვნებლივ” შემცირება მოითხოვა. ტრამპი ორმხრივ ვაჭრობაში მთავარ პრობლემად სწორედ მუდმივად მზარდ დეფიციტს მიიჩნევს.

მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ აშშ ევროკავშირს ლითონის ტარიფისგან დროებით გაათავისუფლებს.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.