ჩინეთში ახალი ამბების წამყვანი რობოტი შექმნეს (ვიდეო)

ჩინურმა საინფორმაციო სააგენტომ Xinhua ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ახალი ამბების წამყვანი რობოტები გამოუშვა. პრეზენტაცია 7 ნოემბერს მსოფლიო ინტერნეტის კონფერენციაზე გაიმართა. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რობოტი ახალი ამბების წასაკითხად ადამიანი წამყვანების სინქრონიზებულ ხმასა და მიმიკებს იყენებს. წამყვანების კლონ რობოტებს დღეში 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ მუშაობა.

უცნობია კონკრეტულად რა ტექნოლოგია გამოიყენა საინფორმაციო სააგენტომ რობოტის შესაქმნელად.

გამოცემა Xinhua -სა და South China Morning Post-ის 2 ინგლისურენოვანი და ჩინურენოვანი წამყვანი ადგილობრივ საინჟინრო კომპანია Sogou-სთან თანამშრომლობით შეიქმნა.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.