ჩინეთში ძვირადღირებული Mercedes Maybach SUV-ი გამოჩნდა (ფოტოკოლაჟი)

Mercedes-Benz-მა ჩინური ბაზრისთვის Mercedes Maybach SUV-ი გამოუშვა. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

ძვირადღირებული ავტომობილი ჩინელი მომხმარებლების მოთხოვნებსა და კულტურულ ღირებულებებზეა გათვლილი. რასაც ყველაზე მკვეთრად მისი ელექტროძრავი და ჩაის მომსახურების სერვისი გამოხატავს.

ჩაი ჩინელებისთვის ტრადიციული სასმელია. სწორედ ამიტომ ავტომობილში ჩაისთვის განკუთვნილი სპეციალური თარო წინა სავარძლებს შორის განთვსდა. დეტალები მთლიანად “აბანოზის” ხისგანაა დამზადებული.

ავტომობილის სალონი თეთრი ტყავისგანაა შეკერილი და უკეთესი ნავიგაციისთვის ორი 12-ინჩიანი ეკრანით არის არჭურვილი.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.