ჩინელი ტურისტები რუსეთის შორეულ აღმოსავლეთს ჩინეთის ტერიტორიად თვლიან

2014 წელს რუსული რუბლი ჩინური იუანის მიმართ 2-ჯერ გაიაფდა, რის შემდეგაც ჩინელმა ტურისტებმა აქტიურად დაიწყეს მოგზაურობა რუსეთის რეგიონებში – ძირითადად, შორეულაღმოსავლეთში.

რუსული  მხარე დასაწყისში ვერ მიხვდა რაში იყო საქმე, თუმცა მოგვიანებით გააცნობიერეს, რომ ჩინური ტურიზმი გახდა „დეპრესიული“ რეგიონის ეკონომიკისთვის. ხეირობს ყველა – დაწყებული   ჩინური ენის მცოდნე სტუდენტებით, დამთავრებული მეწარმით, რომლებისთვისაც ჩინელი ტურისტების ნაკადი გახდა სერიოზული შემოსავლის წყარო.

ჩინელები  ვლადივოსტოკშიბლაგოვეშენსკში და ხაბაროვსკში ძირითადად შოპინგითვისჩადიან. ყიდულობენ გაიაფებულ ტანსაცმელს, ოქროულობას და პარფიუმერიას.

თუმცა, არსებობს ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც იწვევს შორეულ აღმოსავლეთშიმცხოვრები რუსების უკმაყოფილებას  – პირველ რიგში ის, რომ ჩინური ფული ტრიალებს ისევჩინურ წრეში.

ჩინურ ფირმას ჩამოჰყავს რუსეთში ჩინელი ტურისტები, ისინი სადილობენ ჩინურრესტორნებში, ცხოვრობენ ჩინელების კუთვნილ უკანონო სასტუმროებში, ყიდულობენსაქონელს ჩინელების მაღაზიებში და ა.შ..

საბოლოო ჯამში,  ჩინური ფული არტყამს წრეს და ისევ ბრუნდება ჩინეთში.

თუმცა, ყველაზე დიდი პრობლემა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არის პოლიტიკა, რომელიც თითქოს არაფერ შუაშია ტურიზმთან – ჩინელების აბსოლუტური უმრავლესობადარწმუნებულია,  რომ რუსეთის შორეული აღმოსავლეთი სინამდვილეში არის ჩინეთისჩრდილოეთი ტერიტორია, რომელიც რუსებმა მუხანათურად ჩაიგდეს ხელში. მათ სჯერათ, რომმოვა დრო  და ეს მიწები ჩინეთს უკან  დაუბრუნდება.

„მათ აქვთ საშინელი სტერეოტიპები რუსეთზე, უმრავლესობა სრულიად დარწმუნებულია, რომეს ტერიტორია ეკუთვნის ჩინეთს  და რაც მთავარია, ამას არათუ მალავენ, არამედ ყოველთვის ღიად და პირდაპირ გვეუბნებიან. ჩინელებს გარკვეული ძალები ამუშავებენ, ეუბნებიან – ვლადივოსტოკში ბევრი არაფერია სანახავი, თუმცა, მაინც ჩადით, ნახეთ,  ბოლოს და ბოლოსერთ დროს ეს ჩვენი ტერიტორია იყოო,“ – ამბობს ვლადივოსტოკელი გიდი.

ამის შემდეგ ძალიან ძნელია აუხსნა ჩინელ ტურისტებს რატომ არ შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე იუანების გამოყენება. მეტიც  ბევრს ძალიან უკვრის, როდესაც იგებენ,   რომ რუსები ჩინურად არ ლაპარაკობენ.

შორეული აღმოსავლეთის ტურისტულ ინდუსტრია შეიძლება შეადაროთ ოქროს ციებ-ცხელებასველურ დასავლეთში, ოღონდ აქაა ველური აღმოსავლეთი.

„რა თქმა უნდა, ტურისტებს ატყუებენ ყველგან,  განვითარებულ ქვეყნებშიც კი, თუმცავლადივოსტოკი – ნამდვილი გროტესკია, აბსურდის თეატრი. ჩინელებს ახდევინებენზედმეტ თანხებს ყველაფერში – ტუალეტში შესვლის ჩათვლით. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც გიდი გაურიგდება თავის მეგობარს, ის იცვამს პოლიციელის ფორმას და ექსკურსიისდროს რაღაც სისულელეზე   ჩინელ ტურისტებს აჯარიმებს. თანაც საუბარია საკმაოდ დიდთანხებზე – ერთხელ ასეთი „ჯარიმის“ სახით 200 დოლარი გამოსძალეს,“ – ყვება ერთ-ერთიტურისტული კომპანიის წარმომადგენელი.

მომგებიანია თუ არა ჩინური ტურიზმი შორეულ აღმოსავლეთში? —

ამ საკითხს სწავლობს სპეციალურად შექმნილი ჩინური ტურიზმის შემსწავლელი ცენტრისანქტ-პეტერბურგში. ორგანიზაციის  დირექტორის პოლინა რისაკოვას თქმით, არასახარბიელომდგომაროება, რომელიც შეიქმნა ამ რეგიონში,  მომგებიანია იმ სტრუქტურებისთვის, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულნი  შავ სქემებში. თანაც ეს არაა მხოლოდ ტურიზმისპრობლემა – მსგავსი სქემები დამახასიათებელია შორეული აღმოსავლეთის ეკონომიკის ყველადარგისთვის.

„პრობლემა ის კი არაა, რომ  კონკრეტულად ჩინური ტურიზმი ერთი დიდი თაღლითობაა, არამედ ის, რომ რუსეთის ეკონომიკის ასეთი გაუმჭვირვალობა აშინებს ლეგალურ დანორმალურ ჩინურ ტურისტულ კომპანიებს. აღსანიშნავია, რომ თავად ჩინეთში ამ ტიპის შავსქემებს აქტიურად ებრძვიან. როდესაც რუსეთში მთავრობა დაიწყებს ტურისტული დარგისსრულფასოვან რეგულირებას, რა თქმა უნდა, ჩინური ტურიზმიც იქნება ძალიან მომგებიანი,“ – ამბობს რისაკოვა.

ერთი შეხედვით, ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს ამ დარგში წესრიგის დამყარებას. მაგალითად, ვლადივოსტოკში რამდენჯერმე გამოუცხადებს ბრძოლა არალეგალურ   ჩინურსასტუმროებს და რესტორნებს, თუმცა, უშედეგოდ.

როგორც ჩანს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მცხოვრები ჩინელების მოცილება მთავრობასმაინც და მაინც არც უნდა  – ჩინელებს  ჰყავთ გავლენიანი მფარველები, რადგან  მხარდაჭერისგარეშე ისინი რუსეთში კანონების  დარღვევას ვერ მოახერხედბნენ.

ეს ყველაფერი ცალსახად იმ სისტემის ბრალია, რომელიც უნიჭოდ ფლანგავს  შესაძლებლობებს, რომელიც მოაქვს ტურისტულ ნაკადს 1,5-მილიარდიანი ქვეყნიდან.

დღეისათვის კი, შორეული აღმოსავლეთის ტურისტული ბიზნესი უფრო წააგავსმსხვილმასშტაბიან თაღლითობას,  ვიდრე ქვეყნისთვის მომგებიან ეკონომიკის დარგს.

Lenta.ru

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.