„ჩინჩალაძე, მურუსიძე, თავაძის კლანი „ოცნებამ“ გააძლიერა და დღეს უკვე ეს კლანი გახდა სახიფათო „ოცნებისთვის“

თამთა ქარჩავა

„ჩინჩალაძე, მურუსიძე, თავაძის კლანი „ქართულმა ოცნებამ“ გააძლიერა და დღეს უკვე ეს კლანი გახდა სახიფათო ქართული ოცნებისთვის“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილირომლის შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემაში ცვლილებები გაგრძელდება და ეს ჯდება იმ ცვლებების წყებაში, რომელიც ახალი წლიდან დაიწყო და რომლის ყველაზე დიდი ნაწილი იყო პრემიერის წასვლა.

for.ge ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.

გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციებს იწყებსუმარვლესობის წევრისოფიოკილაძე აცხადებსრომ პრეზიდენტის განცხადება პროვოცირება და კანონის უპატივცემულობაარადგან საპრეზიდენტოარჩევნების შემდეგ ამოქმედდება ახალი კონსტიტუციარომლის მიხედვით პრეზიდენტის პრეროგატივა არ არის უზენაესისსასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნაეს საკითხი უკვე გახდა დაპირისპირების მიზეზიროგორ ფიქრობთამ კონკრეტულშემთხვევაში ვინ მავნებლობს – პრეზიდენტითუ მმართველი უმრავლესობა?

ლევან ალაფიშვილი: ჩემი მოკლე პასუხია – უმრავლესობა, რადგან საკუთარი პარტიული დღის წესრიგით მოქმედებს და აგრძელებს ქიშპობას, ოღონდ ამით აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს. ამ საკითხშიც ვლინდება, რომ უმარვლესობისთვის სახელმწიო ინტერესები არის მეორე, მესამე თუ მეოთხე პლანზე.

რა გაქვთ მხედველობაში?

– მათი ლოგიკა – ისინი ამბობენ, რომ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება და ახალი წესით მოხდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გამწესება. თუ ეს ლოგიკა მისაღებია მათთვის და ამის ერთგულები არიან, ცოტა ხნის წინ როდესაც მთავარი პროკურორი გაამწესეს, მაშინ ეს ლოგიკა არ ჰქონდათ? თუ არ არსებობდა ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომ მთავარი პროკურორის გამწესების წესიც იცვლება? მაგრამ მაშინ მათთვის მისაღები იყო, რატომ? – იმიტომ, რომ ის პოლიტიკური პროცესი მათთვის მისაღები შედეგით წარიმართა მთავრობაში. დიახ, ეს იყო პოლიტიკური პროცესი. მაშინ იყო ეს ლოგიკა და დღეს არ არის ლოგიკა, თუ რა ხდება? „ქართული ოცნებისთვის“ რაც დასაშვებია, ის დაუშვებელია მარგველაშვილისთვის.

თავისთავად ჩნდება კითხვარატომ არ დაელოდა პარლამენტი ახალი კონსტიტუციის ამოქმედებას და რატომ იჩქარა ამშემთხვევაში?

– კანონზე და კონსტიტუციაზე იძალადა „ქართულმა ოცნებამ“. მარგველაშვილისნაირი პრობლემა მათ არ ჰქონდათ, წულუკიანი ჰყავდათ და შესაბამისად, მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც ვნახეთ. ძალიან სასაცილოები არიან, ახლა საწინააღმდეგოს რომ უკიჟინებენ მარგველაშვილს. პირველ კურსელი იურისტიც კი მიხვდება რა ხდება, თუკი კონსტიტუციაზე აპელირებ, რომელიც შემოდგომაზე უნდა ამომქმედდეს, მაშინ ამის წინაპირობა შენვე უნდა გქონდეს შექმნილი, რომ ერთგული ხარ შენი პოზიციის.

რაც შეეხება რეალობასთეორიულად დავუშვათრომ ლეგიტიმურია მსჯელობა იმაზერომ ნოემბრის ბოლოდან ამოქმედდებაახალი კონსტიტუცია და ამის შემდეგ დავიწყოთ კანდიდატურაზე მსჯელობამაგრამ სახელმწიფოებრივად რამდენად სწორია ამგზით სიარული?

– არ არის სწორი. იმ ახალ კონსტიტუციაში იცით რა წერია? – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან შეარჩევს იუსტიციის საბჭოო, მაგრამ შემდგომ წერია: უზენაესი სასამართლო შედგება არანაკლებ 28 წევრისგანო. ეს რას ნიშნავს – დღეს უზენაეს სასამართლოში არის 12 წევრი, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, სანამ 28 წევრამდე არ შეივსება უზენაესი სასამართლო, მანამდე გადავდოთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესიო. სწორია, ასე უნდა იყოს, თუ კონსტიტუცია ამბობს, რომ წევრთაგან სრულად შეივსება სასამართლო, ეს ნიშნავს, რომ შემოდგომაზე კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ კიდევ უზენაესი სასამართლოს 16 მოსამართლე უნდა შეარჩიოს იუსტიციის საბჭომ, მერე ამ მოსამართლეებს კენჭი უნდა უყაროს პარლამენტმა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცედურა. მერე ხელახლა უნდა წარუდგინოს პარლამენტს და ამასობაში დამთვარდა საგაზაფხულო სესიაც. თუნდაც შემოდგომაზე დალოდების ლოგიკა ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ 1 წელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ გვყავდესო. ამას ამბობს მმართველი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს წინაშე.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გარეშე დარჩენილი ქვეყანა პოლიტიკურად რამდენად საშიშია?

– უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნა, არ არის ჩვეულებრივი ამბავი. როდესაც ასეთ მოცემულობას უშვებ, რომ თუნდაც, ერთი წელი არ გყავდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, შენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნულთან ძალიან ახლოს არის, რის გამოც საფრთხის მატარებელია ამგვარი მმართველობა. თავისთავად, ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული პარტიული დღის წესრიგით დასაშვებია კონსტიტუციური ინსტიტუტების ფუნქციონირების მოშლა, რაც დაუშვებელია.

არის საკითხი, რომელიც, რა თქმა უნდა, არის პარტიული პოლიტიკის საგანი, მაგრამ არის საკითხები, რომელიც პარტიული ინტერესების მიღმაა და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია ყველა პარტიისთვის. ანუ, არ შეიძლება არსებობდეს განსხვავება. უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს თავმჯდომარე და ეს უდავოა. დღეს მოქმედი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება დაიწყოს პროცესი. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ თუ უკიჟნებს მაგრველაშვილს რატომ მიგყავს პროცესიო, აპრიორი პრეზიდენტს საყვედურობს რატომ არ არღვევ კონსტიტუციასო და ეს არის კურიოზი. მარგველაშვილი პასუხისმგებელია სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულად ფუნქციონირებაზე, ვალდებულია ეს პროცესი დაიწყოს. როგორ დაასრულებს ამ პროცესს „ქართული ოცნება“, ეს მისი პასუხისმგბელობის საკითხია, ოღონდ საკმაოდ ძვირ ფასს გადაიხდის ამ ყველაფერში.

პოლიტიკურ ფასს გადაიხდის?

– აუცილებლად გადაიხდის.

იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტმა უარი თქვა და მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მიერ შეთავზებულ კანდიდატსესპოლიტიკურად რამდენად მძიმე გადაწყვეტილება შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყნისთვისთუ გავითვალისწინებთ უმრავლესობისპოზიციასსავარაუდოარომ საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანდიდატურას

– ერთეულები მსჯელობენ ასე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლიდერების დონეზე დაბნეულები არიან და სწორია. ისინი პოზიციას ვერ აყალიბებენ. პირველი, თუ პროკურატურასთან მიმართებაში ერთი პოზიცია გქონდა, ახლა იგივე თემასთან დაკავშირებით საჯაროდ განსხვევულად ვერ ისაუბრებენ, იმიტომ, რომ ჩემნაირები და თქვენნაირები აუცილებლად შეახსნებენ მთავარი პროკურორის არჩევის წესს. პოლიტიკურად წააგებენ, ამიტომ ასეთი თამამები ვერ არიან და კარგია.

ერთადერთი გზა, რაც დარჩა „ქართულ ოცნებას“, სანამ პროცესი არ დასრულებულა, თავი შეიკავონ მაინც. როცა პრინციპს ეწინააღმდეგებიან, ეს უკვე წამგებიან პოზიციაში აყენებს. ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი როდესაც ამბობს, რომ ჩემთვის მიუღებელია პრინციპი – ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ვის შეარჩევს, მხარს არ დავუჭერო, ბუნებრივა, ეს უარყოფითად წარმოაჩენს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. შეგახსენებთ აშშ–ის ელჩის ძალიან ღია, უარყოფით განცხადებას გამოსამშვიდობებელ საღამოზე, სადაც მმართვლი გუნდიც იმყოფებოდა და სადაც იან კელიმ თქვა, რომ თქვენი უმთავრესი პრობლემა არის სასამართლოს დამოუკიდებლობაო.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩავა უკვე არის მწვავე დაპირისპირების საგანი პარლამენტსა და პრეზიდენტსშორისროგორ ფიქრობთუმრავლესობის მიზანია ამ საკითხზე მსჯელობა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყოსროდესაც უკვე ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში?

– სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი გუნდის ერთიანი გაცხადებული პოზიცია არ მოგვისმენია, ეს მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ ერთიანი ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს და იმედი მაქვს, რომ მათში გონიერება იმძლავრებს, რომ ერთი წელი სასამართლო ხელისუფლება არ დარჩეს ხელმძღვანელობის გარეშე. რაც შეეხება კითხვას, გამორიცხვით როგორ შეიძლება გამოვრიცხო პარტიული დღის წესრიგი. რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ როგორც რიგითი მოქალაქე მივანიშნებ, რომ შეიძლება ეს სცენარი განავითარონ, მაგრამ მათთვე დაუჯდებათ ძალიან ძვირი.

აუცილებლად გადაიხიდიან ამის პოლიტიკურ ფასს, როგორც წელს, ასევე 2020 წელს. მაგრამ მანამდე ძალიან მძიმე საყვედურებს მოისმენენ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან. მათი მხარდაჭერის დაკარგვა მმართველი გუნდის მიმართ იქნება ყველაზე ძვირი ფასი, რაც მათ შეიძლება გაუკეთონ საკუთარ თავს. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ორგანიზაციები, სტრატეგიული პარტნიორები ეტყვიან, რომ შენ ცდილობ სასამართლო კონტროლი არ გაუშვა ხელიდან, ამის გამო ჩვენი ურთიერთობები ვერ იქნება ჯეროვანიო, მერწმუნეთ, რომ ამ განცხადებებს მოყვება ქმედებები, რაც ძალიან ცუდი იქნება. არ ღირს სახელმწიფო ინტერესების, პარტიულ ინტერესებზე შეწირვა.

სასამართლოში არსებულ კლანზე და მათი მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა გვენეტაძეროგორ ფიქრობთკლანურიმმართველობა გახდა გადადგომის მიზეზი?

– მე სხვანაიარდ ვუყურებ ამ ყველაფერს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ნინო გვენეტაძემ როდესაც მიიღო გადაწყვეტილება და წავიდა ამ პოზიციაზე, მან იცოდა სად მიდიოდა, იცოდა საკუთარი შესაძლებლობები და იცოდა რა უნდა ეკეთებინა, იცოდა ის საფრთხე, რაც პერსონალურად მას, მის კარიერას და პროფესიულ საქმიანობა დაემუქრებოდა. მიუხედავად ამისა, მივიდა იმ კლანის პირველ პირად, რომელშიც გადაწყვეტილებები სულ სხვაგან მიიღებოდა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს არავინ არაფერს ეკითხებოდა და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხდებოდა დახურულ კარს მიღმა. ერთადერთი რაც შეეძლო ნინო გვენეტაძეს ამ პირობებში და გასაღები ამ კლანის დამარცხების იქნებოდა საჯაროობა და მათ შორის მწვავე საუბარი არსებულ პრობლემებზე. წარმოიდგინეთ რა ძალის მატარებელი იქნებოდა ეს განცხადება – აუცილებლად იქნებოდა ზეწოლა საერთაშორისო ორგანიზაციების მხიდან ჩვენს ხელისუფლებაზე, რომ გაეთავისუფლებინათ მართლმსაჯულების სისტემა ამ კლანურ, პოლიტიკური გავლენებისგან. ეს არ გააკეთა გვენეტაძემ და აქ დაუშვა საბედისწერო შეცდომა. ჩაიკეტა, უარი თქვა საჯაროობაზე და პრაქტიკულად, ამ კლანის ასპარეზზე, მათთვის კომფორტულ გარემოში დაიწყო რაღაცეების კეთება.

შეგახსენებთ ერთ მაგალითს, უზენაეს სასამართლოს საკონსტიტუციოში უნდა გაემწესებინა ერთი მოსამართლე, მინიმუმ ერთი კვირით ადრე მე პირადად მქონდა ინფორმაცია ვინც იქნებოდა, ნინო გვენეტაძეს რომ ჰკითხეს, ამ ადამიანს თუ იცნობთო, უპასუხა, რომ არ ვიცნობო, მაგრამ მერე რაო. მაშინ ნინო გვენეტაძეს უბრალოდ ხელი მოაწერინეს გადაწყვეტილებაზე და ეს გააკეთა ჩინჩალაძემ, მურუსიძემ და თავაძემ. ნინო გვენეტაძეს არა თუ ეკითხებოდნენ, რასაც ეტყოდნენ იმას აკეთებინებდნენ.

ფაქტიარომ გვენეტაძემ დაუშვა კლანთან ასეთი მუშაობამაგრამ რის საფუძველზე?

– სამართლიანი რომ ვიყოთ უნდა ვთქვათ, რომ ამ კლანთან პოლიტიკური თამაში „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო. ჩინჩალაძე, მურუსიძე, თავაძის კლანი „ქართულმა ოცნებამ“ გააძლიერა და დღეს უკვე ეს კლანი გახდა სახიფათო „ქართული ოცნებისთვის“. არა მგონია, რომ ნინო გვენეტაძეს გადადგომა ბოლო იყოს მართლმსაჯულების სისტემაში. ვფიქრობ, რომ ცვლილებები იქნება და ეს ჯდება იმ ცვლებების წყებაში, რომელიც ახალი წლიდან დაიწყო და რომლის ყველაზე დიდი ნაწილი იყო პრემიერის წასვლა და ახლა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის. რატომ? იმიტომ, რომ ივანიშვილმა საჯარო ინტერვიუში თვითონ თქვა, რომ ვიღებ პასუხისმგებლობასო. ხელისუფლება არის ტვირთი, რომელიც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა თავმჯდომარემ უნდა იტვირთონ და გამოასწორონ ის შეცდომები, რომელიც მართლმსაჯულებაშია და ვფიქრობ, რომ ცვლილებები იქნება, რაც ე.წ. კლანის დაშლას ნიშნავს.

ჩინჩალაძემურისიძეთავაძე – ამ კლანის დაშლის პროცესს დაიწყებს „ქართული ოცნება“რომელმაც თავად გააძლიერა ესკლანი?

– რა თქმა უნდა. საკმარისია 4–5-მა კაცმა უთხრას მათ – გეყოფათ, წადით სახლში, ამით დამთავრდება კლანი. შემდეგში, სამართალდამცავები რას და როგორ იზამენ, არ ვიცი. როგორც კი იგრძნობენ, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა არ აქვთ, მერწმუნეთ, რომ სხვა პროცესები დაიწყება მართლმსაჯულების სისტემაში.

ამ კლანის დაშლა რამდენად აუცილებელი პროცესია და წინააღმდეგ შემთხვევაში რამდენად საშიში შეიძლება აღმოჩნდესსახელმწიფოსთვის ის მმართველობა და კლანირომელიც დღეს სასამართლო სისტემაშია?

– ძალიან კარგი კითხვაა, იმ ახალი კონსტიტუციის პირობებში, რომელიც არჩევნების შემდეგ ამოქმდდება, ეს კლანი „ქართული ოცნებისთვის“ კიდევ უფრო პრობლემური იქნება და რატომ? – რეალურად დღეს მოქმედი იუსტიციის საბჭოს ახალი კონსტიტუციით არაფერი არ ემუქრება, რჩება და სასამართლო ხელისუფლებაზე სრული მონოპოლია ეძლევა ამ კლანს. შესაბამისად, თუკი აქამდე მათი დიალოგი „ქართულ ოცნებასთან“ იყო კარგი – აბა მითხარი რა გინდა – ახლა ასე აღარ იქნება. ეს კლანი უკვე საკუთარ დღის წესრიგს, საკუთარ მოთხოვნებს არა მხოლოდ მართლმსაჯულების სისტემებში, არამედ სხვა სფეროშიც დააყენებს. ეს უკვე საფრთხის მატარებელი იქნება არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ საზოგადოებისთვის. ამიტომ, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე უნდ მოხდეს ცვლილება ამ ე.წ. კლანში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო გაძლიერდება, რასაც მძიმე პროცესები მოჰყვება.

for.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.