ჩრდილოეთ კორეა კოსმოსში სადაზვერვო თანამგზავრის გაგზავნისთვის ემზადება

ჩრდილოეთ კორეა კოსმოსში სადაზვერვო თანამგზავრის გაგზავნისთვის ემზადება. ამის შესახებ სამხრეთკორეული გაზეთი JoongAng Ilbo წერს.

“სხვადასხვა არხებით ჩვენი ახლახანს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაასრულა თანამგზავრზე მუშაობა, რომელსაც “მნათობი ვარსკვლავი 5″ ჰქვია”, – განაცხადა გაზეთის რესპონდენტმა. მისი თქმით, თანამგზავრი აღჭურვილია იქნება სატელეკომუნიკაციო მოწყობილობითა და კამერით.

სამხრეთ კორეის მეთაურთა კომისიაში აცხადებენ, რომ მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნიათ. გამოცემა “იონჰაპი” წერს, რომ ჩრდილოეთ კორეას, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, კოსმოსში თანამგზავრის გასაშვებად ლეგიტიმური უფლება აქვს.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.