“ცდილობენ ცხედრის მაქსიმალურად დამალვას” – ლომჯარია

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება იმ მიზანს ემსახურება, რომ ექსპერტიზამ გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები ვერ დაადგინოს – აცხადებს სახალხო დამცველი.

“ალბათ, გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო, რომ ცხინვალის მხარე და ოკუპანტი სახელმწიფო აგვიანებს ცხედრის გადმოცემას. ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი 2014 წელსაც, როცა საქართველოს მოქალაქის ცხედარის გადმოცემა იმდენად დაგვიანებით მოხდა, რომ ექსპერტიზის შედეგად ვერ დადგინდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ჩემი აზრით, ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება იმ მიზანს ემსახურება, რომ ექსპერტიზამ გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები ვერ დაადგინოს. ცდილობენ ცხედრის მაქსიმალურად დამალვას. ალბათ, საერთაშორისო მექანიზმების გზით უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებაზე, რომ ცხედარი დროულად იქნას გადმოცემული”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.