ციხელშვილი: თუკი ენგურის ხიდი ჩაიკეტება, ქვეყანა მძიმე ჰუმანიტარული გამოწვევის წინაშე დადგება

თუკი ენგურის ხიდი ჩაიკეტება, ქვეყანა მძიმე ჰუმანიტარული გამოწვევის წინაშე დადგება. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ  ვახტანგ ყოლბაიას შეხვდა.

შეგახსენებთ: აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით უახლეოს პერიოდში ნაბაკევი ხურჩის და ოტობაია ორსანტიის ეწ გადასასვლელების დაკეტვა იგეგმება.

გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქციაც გამართა, თუმცა აფხაზური მხარე გადაწყვეტილების შეცვლას არ გეგმავს.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.