ცნობამ ახალი ამერიკული სანქციების შესახებ რუსული რუბლის ვარდნა გამოიწვია

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ახალი, გაცილებით უფრო მასშტაბური სანქციების დაწესებას აპირებს და ამისთვის მხოლოდ თეთრი სახლის ნებართვის მიღება სჭირდება. ამჯერად სანქციები შეეხება გულისხმობს ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების გადაადგილების შეზღუდვას, ასევე ქვეყნებს შორის არსებულ სავაჭრო სისტემასაც. ამ ცნობამ რუსეთში მღელვარება უკვე გამოიწვია – სანქციების დაანონსების შემდეგ, მოსკოვის ბირჟაზე დოლართან და ევროსთან მიმართებით რუსული რუბლის დაჩქარებული ვარდნა დაიწყო.

აშშ-ის ახალი ანტირუსული სანქციები გასული წლის მარტში, ქალაქ სოლსბერიში ფედერაციის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის, იულია სკრიპალის მოწამვლასთანაა დაკავშირებული. ამის შესახებ, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, სააგენტო „ბლუმბერგი” იუწყება.

სავარაუდოდ, ანტირუსული სანქციები, რომელიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსთან და სახელმწიფო დეპარტამენტთან უკვე შეთანხმებულია, რუსეთის საბანკო სექტორს შეეხება.

„ბლუმბერგის” ინფორმაციით, ახალი სანქციებით რუსეთს, სავარაუდოდ, შემდეგი შეზღუდვები დაუწესდება:

– რუსეთის მთავრობისათვის ყველა სახის კრედიტების გაცემის აკრძალვა, კვების და სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესაძენად განსაზღვრული კრედიტების გარდა;

– აშშ-დან რუსეთში ყველანაირი ექსპორტის აკრძალვა, კვების და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გარდა;

– აშშ-ში რუსული პროდუქციის იმპორტის სრული აკრძალვა;

– რუსული სახელმწიფო ავიაკომპანია „აეროფლოტისათვის” აშშ-ში ფრენის აკრძალვა;

– აშშ-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევა;

– საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან რუსეთის დაფინანსების არდაშვება.

რუსული მედიაჰოლდინიგის „ერ-ბე-კა”-ს ინფორმაციით, „ბლუმბერგის” მიერ ახალი სანქციების შესახებ ცნობის გავრცელება მოსკოვის ბირჟაზე მომენტალურად აისახა – პარასკევს გამართული ვაჭრობისას 18:00 საათზე (რუსული დროით) ხუთშაბათის მაჩვენებელთან შედერებით, დოლარის კურსმა რუბლთან შედარებით 1.25% მოიმატა.

ტატა შოშიაშვილი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.