ცნობილია რატომ არ გვყოფნის 8-საათიანი ძილი

რატომ გრძნობენ ადამიანები თავს დაღლილად და გამოუძინებლად 8-საათიანი ძილის მიუხედავად? – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად სიდნეის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორმა, ექიმმა კარმელ ჰარინგტონმა იმუშავა. კვლევის შესახებ Daily Mail-ი წერს.

პროფესორის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ადამიანების მთავარი შეცდომა ის არის, რომ ისინი ძილის რეჟიმს არ იცავენ. პროფესორის მოსაზრებით, იმისთვის, რომ ადამიანმა გამოიძინოს და 8-საათიანი ძილი ამისთვის საკმარისი იყოს, მან მუდმივად ერთსა და იმავე დროს უნდა დაიძინოს, რითიც ბიოლოგიური საათის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ძილის რეჟიმის დაცვა მნიშვნელოვანია ფიზიკური და გონებრივი დასვენებისთვის.

პროფესორი განმარტავს, რომ როდესაც ადამიანი დილის სინათლეს ხედავს, ტვინი ჰორმონ “მელატონინის” გამოყოფას წყვეტს, რომელიც ცირკადული რითმის (“ბიოლოგიური საათის”) მარეგულირებელია.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.