ცნობილია სქემა, რომლის მიხედვითაც რუსი მებრძოლები სირიაში გადადიან

როსტოვში ამ ავიაკომპანიის თვითმფრინავები ღამით ჯდებიან და სირიაში დილით ადრე მიფრინავენ, მაშინ როდესაც აეროპორტში თითქმის არ არიან მგზავრები. ამ თვითმფრინავზე ბილეთის შეძენა ღია წყაროებით შეუძლებელია.

Reuters-ის ჟურნალისტები აეროპორტ “პლატოვში” გამოძიებას ატარებდნენ. 14 თვის განმავლობაში ჟურნალისტებმა 51 რეისი დააფიქსირეს, რომელიც Cham Wings-ის თვითმფრინავებმა დამასკოდან და ლატაკიიდან როსტოვში განახორციელეს. ასეთი ტიპის თვითმფრინავები 180 მგზავრს იტევს.

აშშ-ში 2016 წელს Сham Wings-ის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს, რადგან მათ პრეზიდენტის ბაშარ ასადის მომხრეების გადაფრენაში დასდეს ბრალი და ასევე იარაღის გადატანაში.

მარტში მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია სირიაში დაქირავებული რუსი მებრძოლების დაღუპვის შესახებ.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, დაქირავებულებს სირიის ხელისუფლების ძალების დახმარებით ქურთების მიერ დაკავებული ნავთობის ქარხნის დაბრუნება სურდათ, რის გამოც აშშ-მა მათზე ავია იერიში მიიტანა. Der Spiegel-ი ირწმუნება, რომ არსებული ვერსიები არასწორია.

გამოცემა ამტკიცებს, რომ იერიშის დროს დაიღუპა სულ მცირე 20 რუსი, რომლებიც იქ სრულიად შემთხვევით აღმოჩდნენ და შეტაკებაში არ მონაწილეობდნენ. “ისინი ცუდ დროს, ცუდ ადგილზე აღმოჩდნენ”, – წერს გამოცემა პროსამთავრობო ძალების სამხედროებზე დაყრდნობით. კონკრეტულად რა ვითარებაში დაიღუპნენ რუსები ჟურნალმა ვერ გაარკვია.

19 თებერვალს, BBC-მ რამდენიმე უცხოურ გამოცემაზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-მა სამხედრო იერიშის შესახებ რუსეთი გააფრთხილა, თუმცა ოფიციალურმა კრემლმა დამალა სამხედროების არსებობა. მოსკოვი ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს – არც უაყროფს და არც ადასტურებს სირიაში რუსეთის მოქალაქეების დაღუპვაზე გავრცელებულ ცნობებს.

Bloomberg-ი წერდა, რომ სირიაში ბაშარ ასადის სამხედრო ძალებთან ერთად მებრძოლი 200-ზე მეტი დაქირავებული სამხედრო დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა რუსები იყვნენ.

ზუსტი ციფრი თუ რამდენი რუსი სამხედრო დაიღუპა სირიაში 2015 წლის შემდეგ დღემდე უცნობია.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.