ცოცხალი ჭაღი, რომელიც ჰაერს ასუფთავებს

დიზაინ-ინჟინერმა და ბიოტექნოლოგ იულიან მელქიორმა ყურადღება პირველი სინთეთიკური ბიოლოგიური ფოთლის შექმნით მიიპყრო. ცოტა ხნის წინ კი, ელეგანტური განათების დიზაინი შექმნა ‘Bionic Chandelier’, რომელიც მშვენიერ ვიზუალთან ერთად, ეკო მეგობრულია. მისი “ცოცხალი” ჭაღი ჰაერს ასუფთავებს, იმ დროს როცა ოთახს სინათლით ავსებს.

მწვანე განათება 70 მინის ფოთლისგან შედგება, რომლებშიც წყალმცენარეებია მოთავსებული. ისინი შეიწოვენ ნახშირორჟანგს და ჟანგბადს გამოყოფენ. გამჭვირვალე თხევადი ფილტრები სინათლის საშუალებით, თბილი ნათების ეფექტს ქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ მწვანე დიზაინი ხშირად ეფუძნება მარტივ ხაზებსა და მინიმალისტურ, ულტრათანამედროვე სტილს, მელქიორის ჭაღი საკმაოდ დახვეწილია. ეს კი მოწმობს, რომ ეკო-მეგობრული კონცეფციები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი სტილის.

წყარო: news.ge

Algae Chandelier green design Julian Melchiorri

eco lighting design julian melchiorri

algae chandelier julian melchiorri

green lighting design julian melchiorri

green lighting design julian melchiorri

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: