ცხინვალმა ირანს ოკუპირებული ტერიტორიის გამოყენება შესთავაზა

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ირანის ხელისუფლებას სანქციებისთვის გვერდის ასავლელად ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიის გამოყენება შესთავაზა. ეს წინადადება მან ცხინვალში ჩასული ირანელი და ლათინოამერიკელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა.

„რუსეთი აცხადებს: თუ ირანმა ყველა მოთხოვნა შეასრულა, რატომ უნდა იყოს გამოყენებული მის მიმართ სანქციებიო. ამ კონტექტსში სამხრეთ ოსეთის გავლით თანამშრომლობაც ირანის მიმართ სანქციების ფაქტორი შემცირებას შეუწყობდა ხელს. ჩვენ გვსურს, ჩამოვაყალიბოთ ირანთან ურთიერთობა და, რაღა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ადრე თუ გვიან, ირანი სამხრეთ ოსეთს აღიარებს“, – განაცხადა ბიბილოვმა და დასძინა, რომ „სამხრეთ ოსეთი ეძებს გზებს დიალოგისა და ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის ყველა სახელმწიფოსთან“.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.