ცხოვრება ზღვარზე ომიდან 10 წლის შემდეგაც

„ცხოვრება ზღვარზე: დაზარალებულები დამნაშავეთა პასუხისმგებლობის ძიებაში“ – ამ სახელწოდებით მომზადებულ ანგარიშში, რომელიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ და მისმა წევრმა ორგანიზაციამ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, გამოაქვეყნეს, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მსხვერპლთა მდგომარეობაა ასახული. ანგარიშის თანახმად, 2008 წლის საომარი მოქმედებებიდან 10 წლის შემდეგაც საერთაშორისო დანაშაულთა შედეგები ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, რომელთაც ზარალის ადეკვატური კომპენსაცია არ მიუღიათ და ცხოვრებას გაჭირვებასა და მუდმივი საფრთხის ატმოსფეროში ატარებენ.

2008 წლის ზაფხულში ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულთა შედეგების განგრძობით ზეგავლენაზე საუბრისას ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, დიმიტრის ქრისტოპულოსი, აღნიშნავს, რომ დაუცველია დევნილებისა და ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებები:

“საქართველოს ხელისუფლებას კვლავაც დიდი გზის გავლა მოუწევს. ხალხს აქვს ღირსეული ცხოვრების უფლება, მიუხედავად ნებისმიერი გეოპოლიტიკური შეხედულებებისა. ხალხს აქვს უფლება იყოს დაცული, ხალხს აქვს უფლება იყოს თავისუფალი და ჰქონდეს წვდომა სოციალურ კეთილდღეობაზე. ეს არის ის, რასაც ჩვენ მათთვის ფუნდამენტურ პრიორიტეტად განვიხილავთ“.

დიმიტრი ქრისტოპულოსი ამბობს, რომ ამ მიმართულებით ბევრი არაფერი გაკეთებულა და ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის მიზანი სწორედ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების ადვოკატირებაა. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის საერთაშორისო მართლმსაჯულების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე დელფინ კარლენსის თანახმად კი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციისა და მისი წევრი ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, ფაქტების დამდგენმა მისიამ საქართველოში 2017 წლის 26 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით იმუშავა. მისიის წევრები ადმინისტრაციული ხაზის ახლოს მდებარე 10 სოფელსა და დევნილთა ერთ ჩასახლებაში 34 ადამიანს შეხვდნენ იმის დასადგენად, რა ზეგავლენა მოახდინა 2008 წლის აგვისტოს ომმა მათ ოჯახებზე.

„მსხვერპლნი ათი წელია ელიან რაიმე ნიშნებს მათ მიმართ ანგარიშვალდებულებისა, იმის ადეკვატური შეფასებისა, რაც მათ დაკარგეს. არც ერთ მათგანს მსხვერპლის სტატუსიც კი არ აქვს და არ აუღია კომპენსაცია. არ აქვთ ღირსეული პირობები და ისინი ვერ ხედავენ, რომ ხორციელდება კონკრეტული სამართლებრივი ზომები, რათა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ დამოუკიდებელი სასამართლოების წინაშე და პასუხი აგონ ჩადენილი დანაშაულისთვის.

საქმე ისაა, რომ არ მიდის ბრძოლა დაუსჯელობის წინააღმდეგ, არ ჩანს არავის პასუხისმგებლობა და ეს სიტუაცია გრძელდება. ჩვენ ვხედავთ, რომ დანაშაულები, რომელიც მოხდა, შეიძლება განმეორდეს, რადგან დამნაშავეები არ დასჯილან“.

სტატიის გაგრძელება

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.