ცხოვრებისეული ტრაგედია: უსახლკარო და ონკოლოგიური პაციენტი მე-4 დღეა ღამეს ქუჩაში ათევს

(რეზონანსი)

ონკოლოგიური პაციენტი, რომელსაც საცხოვრებელი არ გააჩნია მე-4 დღეა ღამეს ქუჩაში ათევს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

“ვლადიმერ ვარდიაშვილი, დაბადებული 1954 წ. ონკოლოგიური პაციენტი, არ გააჩნია საცხოვრებელი, არის სოციალურად დაუცველი, უჭირს გადაადგილება.

მე-4 დღეა ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებს, სკვერში, მისამართზე დავით აღმაშენებლის 136, ავტობუსის გაჩერებასთან.

ყოველდღე გამოძახებული არის პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სოციალური სააგენტოს მუშაკები, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო …. მაგრამ ეს ადამიანი კვლავაც – ყოველ ღამე ათენებს, წვიმაში, ბეტონზე”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელმაც ინფორმაცია და ფოტომასალა გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.