ძალადობა, მოსყიდვა, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება – ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე წერს

ფიზიკური ძალადობა, ხმების მოსყიდვა, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება და პარტიების შემოწირულობებში მნიშვნელოვანი ხარვეზები – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ დარღვევების, რომელსაც ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის შეფასებით, ადგილი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე,  ეს კი საქართველოს იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.

გამოცემა წერს, რომ შედეგი არ არის ისეთი პროგრესული, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

“ქვეყანამ რეგიონის პირველი ქალი ლიდერი აირჩია, მაგრამ შედეგი არ არის ისეთი პროგრესული, როგორც ერთი შეხედვით ჩანს,-” წერია სტატიაში.

ავტორი ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის დაფარვაზეც საუბრობს და ამ ფაქტს ივანიშვილის გაუმჭვირვალე მმართველობის მაგალითად ასახელებს.

“რუსთავი2”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.