„ძალიან მალე ჩვენ დავაკავშირებთ შავ,ბალტიის და კასპიის ზღვებს და ეს იქნება აბრეშუმის გზის ახალი ერა“- უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი

„ძალიან მალე ჩვენ დავაკავშირებთ შავ,ბალტიის  და კასპიის ზღვებს და ეს იქნება აბრეშუმის გზის ახალი ერა.“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურად  უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადისლავ კრიკლიმ განაცხადა, რომელიც საქართველოში „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში მომხსენებლის სტატუსით იმყოფებოდა.

კრიკლი აღნიშნავს, რომ ბელორუსიის და პოლონეთის ჩართულობით უნდა შეიცვალოს გლობალური გადაზიდვების ისტორია და ამ სისტემამ უნდა შეცვალოს არსებული მდგომარეობა ტვირთბრუნვის ბაზარზე, რომელშიც დღეს ფაქტობრივად მოწინავე ადგილი უჭრავს რუსეთის მიერ 2017 წელს შეთავაზებულ  ჩინეთი – ყაზახეთი – რუსეთი – ბელორუსია – ევროპა გზას.

ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ასპექტია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში, უნდა მოხდეს რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზირება, იმისთვის, რომ ტვირთის გადაცემა უფრო სწრაფად ხორციელდებოდეს. რკინიგზა ღირებულებით ადგილს უთმობს მხოლოდ საზღვაო გადაზიდვებს. ისტორიულად, ყველაზე სწრაფი და ამავდროულად ძვირადღირებული გადაზიდვები საჰაერო გზებით ხორციელდება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია სისწრაფის კომპონენტი და მაქსიმალურად ეს კორიდორები მოფიქრებული და დაგეგმილი უნდა იყოს როგორც ერთიანი სისტემა. თუ ამ სისტემას ფაზლის რაღაც ნაწილი მოაკლდება , მაშინ ვიღაცა ახალ გზებს აირჩევს და ამით ერთი ან მეორე მხარე ბევრს დაკარგავს. კასპიის რეგიონის, შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის განვითარების საკითხებზე ჩვენ ბელორუსელ კოლეგებთან გვქონდა საკმაოდ პროდუქტიული საუბარი პრეზიდენტის მონაწილეობით, სადაც განვიხილეთ მომავალი წლიდან სამდინარო გადაზიდვების დაწყების აუცილებლობა . ორივე მხარე ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს და საბოლოოდ ბელორუსია დაუკავშირდება შავ ზღვას და კასპიის ზღვის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ამ გზის გავლა. შედეგად, საქართველო იმპორტ-ექსპორტის განხორციელებას ამ გზით შეძლებს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის , ჩვენ უფრო შორს ვაპირებთ წასვლას. შემდეგი ნაწილი პოლონეთია.. მთლიანობაში გვინდა შევცვალოთ ამ გლობალური გადაზიდვების ლანდშაფტი.  უკრაინა ბელორუსია, პოლონეთი და ჩვენი მეგობარი საქართველო ამ ყველაფრის ნაწილი იქნება. გლობალურად ეკონომიურად, იაფად და ეკოლოგიური სტანდარტების დაცვით, თუმცა რამდენიმე შემთხვევაში ბევრად ნელა ტვირთის გადაზიდვა განხორციელდეს საზღვაო საშუალებებით.

რა თქმა უნდა ევრაზიიდან ტვირთბრუნვა, რომელიც ხორციელდება ჩინეთი- ყაზახეთი- რუსეთი, ეს რკინიგზის მეშვეობით ძვირია, მაგრამ ბევრად სწრაფია, თუმცა გადაზიდვების დიდი წილი სწორედ ამ გზით ხორციელდება. ჩვენმა ახალმა ინიციატივამ უნდა შეცვალოს სიტუაცია, ეს იქნება უფრო იაფი და ეკოლოგიური . მე ძალიან მახარებს, რომ საქართველოსა და რუსეთში საუბრობენ არა მხოლოდ იმაზე, თუ რა არის ძვირი და იაფი, არამედ იმაზე, თუ რა იქნება უფრო ეკოლოგიური გზა. ჩვენ ახალ პერსპექტივებს ვქმნით.

ტრანზიტი პოლონეთი-ბელორუსია-უკრაინა არ გამოიყენება საკმარისი სიხშირით, ჯერჯერობით შეზღუდულები ვართ და უკვე არის კარგად დაცდილი კორიდორები , მაგრამ როცა იცვლება სიტუაცია და ახალი სატრასპორტო გზა ჩნდება და ღირებულება ნაკლებია, ეს ყველაფერს შეცვლის , ამას მეტი დრო სჭირდება. – განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადისლავ კრიკლიმ.

შეგახსენებთ, ისტორიული აბრეშუმის სავაჭრო გზის იდეა 2013 წელს ჩინეთის მიერ პროექტ “ერთი სარტყელისა და ერთი გზის ინიციატივის” წამოყენების ფარგლებში განისაზღვრა. პროექტის ფარგლებში, ვაჭრობის გარდა, მრავალი საუკუნის განმავლობაში პირველად, საქართველოს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, გამხდარიყო  ტრანზიტული დერეფანი კასპიის რეგიონიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპამდე მიმავალ გზაზე.

მარიამ მორგოშია

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.