“ძალით ძველი ბიჭი ნარმანია, რომელიც ცდილობს, ძველ ბიჭად წარმოაჩინოს თავი”

დავით ნარმანიას გადაწყვეტილებაზე, რომ თბილისის საკრებულოში ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე არ მივიდეს, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი კანონდარღვევას უწოდებს და აცხადებს, რომ “ძალით ძველი ბიჭი ნარმანია, რომელიც ცდილობს, ძველ ბიჭად წარმოაჩინოს თავი”

„პოლიტიკური ფასის გაღება მოუწევს ამ ყველაფრისთვის „ქართულ ოცნებას“, რადგან თუ გონია ნარმანიას, რომ მარტო ის და ჩვენ ვართ, „ქართული ოცნება“ და დანარჩენი საკრებულოს ოპოზიცია, ძალიან ცდება. ხალხია, რომელიც ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს – როგორ ცდილობენ კანონზე გადავლას. სხვას სააკაშვილი კი არაფერს არ აფუჭებდა. კანონს არღვევდა და აბუჩად იგდებდა და რად დაუჯდა კი ვნახეთ. იგივეს განმეორებას ცდილობენ. თან ვინ ცდილობს, ძალით ძველი ბიჭი ნარმანია, რომელიც ცდილობს, ძველ ბიჭად წარმოაჩინოს თავი, ასე არ ხდება. კანონი არის იმისთვის, რომ ყველა უნდა დაემორჩილოს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.