“ძველ ტიკში ახალი ღვინო ვერ ჩაისხმება იმიტომ, რომ გასკდება და დაიხევა” – სუბარი პრეზიდენტზე

სახელმწიფო ინსტიტუტები ირღვევა მაშინ, როდესაც ერთი ინსტიტუტის წარმომადგენელი ცდილობს, არ ჩაეტიოს თავის ფარგლებში” – აცხადებს სოზარ სუბარი პრეზიდენტის დღევანდელი განცხადების პასუხად. პრეზიდენტის თქმით, “ქართული ოცნების” მიერ ინსტიტუტების შერყევა მათი საფირმო ნიშანია”.

“სახელმწიფო ინსტიტუტებს არღვევს, როდესაც ერთი გარკვეული ინსტიტუტის წარმომადგენლები ცდილობენ, არ ჩაეტიონ თავის ფარგლებში და გადიან ფარგლებს გაღმა. დღეს მარგველაშვილი არის პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელში. ცდილობს, ისეთი პრეზიდენტი იყოს, როგორიც იყო სააკაშვილი ან შევარდნაძე. არ გამოდის. ძველ ტიკში ახალი ღვინო ვერ ჩაისხმება იმიტომ, რომ გასკდება და დაიხევა და ისიც ამას უკეთებს პრეზიდენტის ინსტიტუტს. თუ ჩაეტევა იმ ჩარჩოებში, რაც განსაზღვრა ახალმა კონსტიტუციამ, მაშინ ყველაფერი ჩაჯდება თავის ნორმაში,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.