ძირს საქართველოს ოკუპანტის შემომყვანი ხელისუფლება, აბა დამიჭირეთ – თაკო ჩარკვიანი

„საქართველოს მოსახლეობამ ლეგიტიმურად აღიქვა, რომ ეს იყო სახელმწიფო ინსტიტუციური გადაბარება,“ – ეს განცხადება პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა „არჩევანის“ ეთერში გააკეთა.

თაკო ჩარკვიანი რუსი დეპუტატების თბილისში, პარლამენტის შენობაში შესვლას და სპიკერის სკამში ჩაჯდომის დღეს იხსენებს და ამბობს, რომ ეს მოსახლეობისთვის შეურაცხმყოფელი იყო.

„ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ამას ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეხვდებოდა, მაგრამ არაფერი არ აინტერესებს ამ ოლიგარქს… რა თქმა უნდა, გახარია უნდა გადადგეს, უნდა მიყვეს ის ვიღაც ჩუბინიძე, არაფორმალური მმართველობაა ქვეყანაში, იქ უკვე პატარა ჩუბინიძეები გამოჩნდებიან, იმიტომ, რომ თვითონ არაფორმალური მმართველი გვყავს ივანიშვილის სახით,“ – ამბობს ჩარკვიანი.

თაკო ჩარკვიანი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების განცხადებებსაც აკრიტიკებს, რომლებმაც 20-21 ივნისის ღამეზე სრული პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა.

„ივანიშვილს პირდაპირი მნიშვნელობით, ქვეყნის ჩაბარებას სთხოვს მისი პატრონი, პუტინი. მან გამოუშვა, თავისი წარმომადგენელი, დასვა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, წაიყვანა სხდომა რუსულად და ეს თავხედი, თავზეხელაღებული ოლიგარქი, თავისი პატარა მონებით, ბედავს, რომ ქართველ ხალხს უთხრას, რომ მე თქვენ დაგიჭერთო,“ – განაცხადა ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ საზოგადოება უნდა გაერთიანდეს.

„ძალა არის ერთობაში, პირველი მტერი საქართველოში, პატარა პუტინი, ოლიგარქი უნდა მოცილდეს ამ ქვეყანას, მოცილდეს მმართველობას. რა თქმა უნდა, აქ მე ვგულისხმობ, რომ გახარია უნდა გადადგეს, არა მარტო გახარია… ძირს საქართველოს ოკუპანტის შემომყვანი ხელისუფლება, აბა დამიჭირეთ,“ – განაცხადა ჩარკვიანმა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.