წაგებული არჩევნების შემდეგ “ოცნების” კოორდინატორებს ამომრჩევლის მოსასყიდად მიცემული ფულის უკან დაბრუნებას სთხოვენ (ვიდეო)

კოორდინატორების ცემის ფაქტი

წაგებული არჩევნების შემდეგ ქართული ოცნების კოორდინატორებს ამომრჩევლის მოსასყიდად მიცემული ფულის უკან დაბრუნებას სთხოვენ.

საგანგებო თათბირები ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბშიქართული ოცნების მარცხისთანავე დაიწყო. ბიძინა ივანიშვილთან ოცნების ოფისში გამართული შეხვედრიდან გამოსულმა მაღალჩინოსნებმა რეგიონებში რეკვა და ადგილობრივი ლიდერების ტერორი დაიწყეს.

ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიას, რაიონში არჩევნების წაგება ქართულმა ოცნებამ არ აპატია და ყოფილ მოადგილესთან ერთად ხელბორკილები დაადო.

წყარო ქართული ოცნებიდან კურიერს უყვება, რომ არჩევნების წინ გოგიამ ნახევარი მილონი ლარი ფული დახარჯა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები მაინც წააგო. მარცხის შემდეგ გოგია პარტიაში დაიბარეს და ფულის უკან დაბრუნება მოსთხოვეს, გოგიამ კი ფულის დაბრუნება იმ კოორდინატორებს მოსთხოვა.

კურიერს ხუთი კოორდინატორი სხვადასხვა რაიონიდან უყვება, რომ ეს ფული ამომრჩევლების უბნებზე მოსაყვანად იყო განკუთვნილი და ყველას სხვადასხვა თანხას აძლევდნენ. კოორდინატორები ინტერვიუში აღიარებენ, რომ თანხის ნაწილი. ე.წ. უბნის ძველი ბიჭების დაფინანსებას მოხმარდა, რომლებიც საარჩევნო უბნებთან მორიგეობდნენ.

ქართული ოცნების ერთ-ერთი კოორდინატორი ამბობს, რომ ოპოზიცის მხარდამჭერებისგან პირადობის მოწმობებს თანხის სანაცვლოდ ქირაობდნენ, ID ბარათები არჩევნების წინა დღეს წაიღეს და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ უკან დააბრუნეს.

ირკვევა, რომ წაგებული არჩევნების გამო, ქართული ოცნების ლიდერები ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, თამაზ ფაცაციას, ფიზიკურად გაუსწორდნენ და მას გამოყოფილი თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ.

კოორდინატორების ნაწილი ქართულ ოცნებას საჯარო სამსახურში ჰყავს დასაქმებული, არჩევნების წაგების შემდეგ ახლა მათ გამგეობებში იბარებენ და საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

რა გეგმა აქვს ქართულ ოცნებას მეორე ტურისთვის, კოორდინატორებმა ზუსტად არ იციან. გვეუბნებიან, რომ სავარაუდოდ, ფული მეორე ტუტზეც გადამწყვეტი იქნება.

ამომრჩევლის მოსყიდვისა და დაშინების გარდა, ქართული ოცნება უშუალოდ არჩევნების დღეს მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად სხვა ხერხებსაც მიმართავდა – კურიერს მიაწოდეს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აიძულებენ მოხუც მამაკაცს 48 ნომრის შემოხაზვას გადასატანი ყუთის მიტანის შემდეგ.

წყარო: რუსთავი2

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.