წაღვერის მთაზე ხანძრის ახალი კერა გაჩნდა

ქარის შედეგად, ბორჯომის ხეობაში, წაღვერის მთაზე ხანძრის კიდევ ერთი კერა გაღვივდა. ეს ტერიტორია მთის ფერდობზე, საავტომობილო გზიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მდებარეობს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, თუმცა რთული რელიეფური პირობების გამო, ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს.

ხანძრის კერა დაახლოებით 15 წუთის წინ გაღვივდა. ამ კერას ვერტმფრენიდან რამდენჯერმე დაასხეს წყალი, თუმცა, მეხანძრეების თქმით, ქარმა ვითარება კვლავ გაართულა.

წაღვერის მოსახლეობის ნაწილი სოფელ დაბაში მდებარე საგანგებო შტაბთან მივიდა და დახმარება ითხოვა. მოსახლეობა შტაბისგან მოითხოვს, რომ გაიგზავნოს ბრიგადები და აღმოფხვრან ცეცხლის კერა.

ამ დროისთვის სრული დატვირთვით გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ბორჯომის ხეობაში. საგანგებო შტაბი კვლავ 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, კოორდინირებასა და სამაშველო გეგმის დასახვაში უშუალოდ არის ჩართული პრემიერმინისტრი.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.