წელს, მსოფლიოში 40 უსაფრთხო ქალაქს შორის პირველ ადგილს ტოკიო იკავებს

The Economist Intelligence Unit-მა და ჟურნალმა The Economist-მა მსოფლიოში 40 უსაფრთხო ქალაქის ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ამჟამად მსოფლიოში ადამიანების ნახევარზე მეტი (56%) ქალაქში ცხოვრობს, ხოლო 2050 წლისთვის, ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებლის გამო, ეს მაჩვენებელი 68% -მდე გაიზრდება.
ჯამში, რეიტინგში მსოფლიოს 60 ძირითადი ქალაქი შედის.
უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგი 57 სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით არის გაანალიზებული, როგორიცაა ციფრული უსაფრთხოება, ჯანმრთელობის დაცვა, ინფრასტრუქტურა, ასევე პირადი უსაფრთხოება.

წლევანდელი რანგის ლიდერების უმეტესობა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქალაქებია. რეიტინგში პირველ ადგილს ტოკიო იკავებს. მან ყველა მაჩვენებლით უმაღლესი ჯამური ქულა მიიღო.

უსაფრთხო ქვეყნების ათეული ასეთია:
პირველი ადგილი- ტოკიო (იაპონია)
მეორე ადგილი- სინგაპური
მესამე ადგილი-ოსაკა (იაპონია_
მეოთხე ადგილი-ამსტერდამი (ჰოლანდია)
მეხუთე ადგილი-სიდნეი (ავსტრალია)
მეექვსე ადგილი- ტორონტო (კანადა)
მეშვიდე ადგილი- ვაშინგტონი (აშშ)
მერვე ადგილი-კოპენჰაგენი (დანია)
მეცხრე ადგილი- სეული (სამხრეთ კორეა)
მეათე ადგილი- მელბურნი (ავსტრალია)
მიუხედავად იმისა, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქალაქებს საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა ჯანმრთელობა, ინფრასტრუქტურა და პირადი უსაფრთხოება, ჩრდილოეთ ამერიკის მეგაპოლისები ციფრულ უსაფრთხოებაში გაცილებით კარგები არიან. ტოპ ათეულში შედის: ჩიკაგო, ვაშინგტონი, ლოს ანჯელესი, სან-ფრანცისკო, დალასი, ნიუ – იორკი და ტორონტო.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.