წინანდალში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა

წინანდალში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულები უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა გამოავლინეს.

ჟიურის წევრებმა 87 კომპანიის 200-მდე ნიმუში გასინჯეს და შეაფასეს. კონკურსში გამარჯვებულებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს დიპლომები გადაეცემათ. კომპანიების გარდა, წელს პირველად, კონკურსის ფარგლებში საქართველოს დამსახურებული მეღვინეებიც დააჯილდოვეს.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო წარედგინათ. კონკურსი ასოციაცია „ქართული ღვინოს”, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.