წინა წელთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 5.8%-ით გაიზარდა

2019 წლის ივლისში საქართველოში 1,099,474 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.8 პროცენტია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა.

ამავე მონაცემების თანახმად, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 570 482 შეადგინა, რაც 5 505 -ით მეტია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელზე – ზრდა 1 პროცენტი.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+13.1%), რუსეთიდან (-6.4%), თურქეთი (+9.6%) და სომხეთი (+3.2%) დაფიქსირდა. 

რაც შეეხება,  ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტთა რიცხვს აქ, დადებითი დადებითი ტენდენცია ფიქსირდება-გერმანია – 33.7 პროცენტიანი ზრდა, საფრანგეთი  – 29.6 პროცენტიანი ზრდა, ლიტვა – 20 პროცენტით ზრდა, ლატვია – 17.4 პროცენტით ზრდა, პოლონეთი 15.7 პროცენტი ზრდა და სხვა.

ასევე, საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი  – 58.1 პროცენტით, ჩინეთი – 55.6 პროცენტით, უზბეკეთი – 50.9 პროცენტით, საუდის არაბეთი – 42.1 პროცენტით, კორეა – 38.9 პროცენტით, ყაზახეთი – 28,5 პროცენტი და სხვა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.