წულუკიანი: სააკაშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ 20 ივნისის მოვლენების მიზანი გადატრიალება და ხელისუფლების ცვლილება იყო – ივანიშვილის მორიგი ტყუილი საზოგადოებას?

სააკაშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ 20 ივნისის მოვლენების მიზანი გადატრიალება და ხელისუფლების ცვლილება იყო – ამის შესახებ განცხადება, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ექსპრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. წულუკიანის თქმით, ის არ უპასუხებს სააკაშვილს, ისე როგორც ეკადრება. მინისტრმა სააკაშვილს მოუწოდა, იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება, საკუთარი პოლიტიკური რეიტინგი გაიუმჯობესოს.

“მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილი აქამდე დიდი ხანია იყო მარგინალი და ბობოქარი, უკონტროლო ადამიანი. ის ახლა არის პრაქტიკულად ადამიანი, რომლის განცხადებებზეც კომენტარი ხშირად რთულია. თუმცა, ერთს მაინც ვიტყოდი, რომ მე სწორედ იმ მამას, რომელზეც ის საუბრობს, არ გავუზრდივარ ისე, რომ დავუბრუნო მას პასუხი, როგორც ეკადრება და მოვიკითხო მისი მამა, დედა. მას ურჩევნია, მიხედოს საქმეს და იქნებ იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება, საკუთარი პოლიტიკური რეიტინგი გააუმჯობესოს. ამ ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია, ის არის კრიმინალი, მას აქვს მისჯილი სასჯელი და ის უბრალოდ იმ ბედის ადამიანია, რომ საქართველოშიც ეშინია დაბრუნება ციხის შიშით,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.