წყალტუბოში მინი-ქალაქი 2020 წლისთვის გაიხსნება

წყალტუბოში  მინიქალაქი 2020 წლისთვის გაიხსნება. პროექტს თურქული კომპანია „ასალინშაათი“ ახორციელებსრომლის წარმომადგენელი კახა ბაბუნაშვილი „კომერსანტთან“განმარტავს, რომ  ამჟამად მიმდინარეობს მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშოები, რომელიც ასათვისებელი ტერიტორიის ნახევარზე, ანუ 21 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ინდივიდუალური სახლებით ათვისებას გულისხმობს.

ბაბუნაშვილის ინფორმაციით, განახლებული პროექტით, დაგეგმილია 10  500 კვადრატულ მეტრზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა. მისივე განცხადებით, ინვესტორმა კომპანიამ წყალტუბოს გამგეობაში მშენებლობის დასრულების გადავადება ითხოვა, რომელიც დაკმაყოფილდა. შედეგად, პროექტი ნაცვლად 2018 წლისა, 2020 წლისთვის დასრულდება.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება მშენებლობის დასრულების გაჭიანურება გარკვეულ ფინანსურ პრობლემებს, ბაბუნაშვილი აცხადებს, რომ  კომპანიაში მსგავსს პრობლემას ადგილი არ აქვს და ვადის გახალნგძილევა, პროექტში ცვლილებამ განაპირობა.

მისივე თქმითუკვე აშენებულ შენობებში  გაყიდვები უკვე დაწყებულია.ბაბუნაშვილისგანცხადებითწყალტუბოს მინიქალაქში 1 კვადრატული მეტრი 400 აშშ დოლარად იყიდება.მისივე ინფორმაციითპროექტში ბინის შეძენით ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაინტერესდება.

პროექტის მიხედვით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ზედა მესხეთის ტერიტორიაზე მინი ქალაქი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით მოეწყობა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4 მილიონი დოლარია, თუმცა, როგორც ბაბუნაშვილი განმარტავს, განახლებული პროექტის ფარგლებში შესაძლოა, ინვესტიციის ოდენობაც დაკორექტირდეს.

მინი ქალაქში იქნება საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ცენტრი, სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო პუნქტი, საცურაო აუზები, სპორტული მოედნები და სხვა.

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

წყარო: commersant.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.