ჭიათურაში მაღაროელებმა გზები გადაკეტეს და ქალაქის პარალიზებას აპირებენ

გაფიცულმა მაღაროელებმა ჭიათურის შესასვლელი გზები გადაკეტეს და მანგანეზით დატვირთულ ავტომობილებს გადაადგილების უფლებას არ აძლევენ.

“გადავკეტეთ გზები და არ ვუშვებთ მანგანეზით დატვირთულ სატვირთო ავტომობილებს. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია”, – განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა პაატა სამხარაძემ.

მისი თქმით, ამავდროულად 15 მაღაროელი შიმშილობას აგრძელებს.

მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას გუშინ დღის მეორე ნახევარში მიმართეს. მათ ღამე კარავში გაათენეს. ისინი ხელფასების გაზრდას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.