ხაზარაძეს, უსუფაშვილს და ჩიხრაძეს მარგველაშვილიც შეუერთდება

“ლელო”, “შენების მოძრაობა” და “ახალი მემარჯვენეები” კოალიციას ქმნიან.

ახალი კოალიცია “ლელოს” დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, “შენების მოძრაობის” წევრმა დავით უსუფაშვილმა და “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელმა ფიქრია ჩიხრაძემ წარადგინეს. 

„დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყონ. საქართველო ძლიერ სახელმწიფოდ უნდა ვაქციოთ. მზად ვართ, ამ ჩიხური ვითარებიდან გამოსასვლელად კონსულტაციები დავიწყოთ“,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ისინი არ გამორიცხავენ, რომ საპარლამენტო არჩვენებში კოალიციის სახით მიიღონ მონაწილეობა.

როგორც “გურიის მოამბეს” “შენების მოძრაობასთან” დაახლოებულმა წყარომ უთხრა, ამ კოალიციას უახლოეს ხამენში ექს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც შეუერთდება.

ავტორი: გურიის მოამბე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.