ხაზარაძის მიმართ განვითარებული მოვლენები პოლიტიკური რევანშისა და პოლიტიკური პრევენციის მოტივებით არის ნასაზრდოები – უსუფაშვილი

„თიბისი“ ბანკის გარშემო განვითარებული საკითხები სწორედ რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და ამიტომ მივმართავ ყველას, აუცილებლად ბოლომდე გავარკვიოთ ყველა დეტალი, მაგრამ არ დავუშვათ ბანკის და ფინანსური სისტემის დამაზიანებელი პანიკური მოვლენები- ამ განცხადებას, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი აკეთებს. უსუფაშვილი ამბობს, რომ ხაზარაძის მიმართ განვითარებული მოვლენები პოლიტიკური რევანშისა და პოლიტიკური პრევენციის მოტივებით არის ნასაზრდოები.

“მე ჩემს პოლიტიკურ და სამოქალაქო ვალდებულებად ვთვლი ღიად და მკაფიოდ განვაცხადო – მამუკა ხაზარაძის მიმართ განვითარებული მოვლენები პოლიტიკური რევანშისა და პოლიტიკური პრევენციის მოტივებით არის ნასაზრდოები. რაც შეეხება ამ მოტივაციით 11 წლის წინანდელ გადაწყვეტილებების ხელახლა შესწავლა-გამოძიებას, ამ გადაწყვეტილებების კანონთან და საბანკო პრაქტიკასთან შესაბამისობის შეფასებას ველი სათანადო ცოდნის და გამოცდილების მქონე ადამიანებისგან, მაგალითად, ბატონი ნოდარ ჯავახიშვილისგან. გარდა ამისა, აუცილებლად ვთვლი, ეროვნული ბანკის მიერ ამ საკითხის წინა შესწავლის მასალების და დასკვნების გამოქვეყნებას.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.