“ხალხმა პრაქტიკულად ვერ აიღო მოსავალი, არა აქვთ არანაირი შემოსავალი”-დავით ბაქრაძე გურიაში მოსახლეობას შეხვდა

“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს გურიაში ხვდება. უმუშევრობისა და უპერსპექტივობის გარდა, ჩოხატაურის მოსახლეობას განსაკუთრებით აწუხებს ფაროსანას მიერ განადგურებული მოსავლის პრობლემა. დავით ბაქრაძესთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი რეალურად შიმშილის ზღვარზე არიან და საბანკო დავალიანების გამოც შესაძლოა უსახლკაროდ დარჩნენ.

„ძალიან რთული მდგომარეობაა გურიაში და როდესაც ხელისუფლება თავს იწონებს იმით, რომ ებრძვის ფაროსანას და წელს ფაროსანას რიცხვმა დაიკლო, მე ვურჩევ მათ ჩამობრძანდნენ გურიაში, შეხვდნენ ადამიანებს და მოისმინონ რა დღეშია მოსახლეობა. ხალხმა პრაქტიკულად ვერ აიღო მოსავალი, არა აქვთ არანაირი შემოსავალი და ოჯახები არიან შიმშილობის პირას, ამიტომ ამ ყველაფერს სჭირდება შეცვლა, ამ ყველაფერს სჭირდება ცვლილებები და ცვლილებების გზა გადის არჩევნებზე. თითოეული ადამიანი აუცილებლად უნდა მოვიდეს არჩევნებზე, მხარი დაუჭიროს საკუთარ უკეთეს მომავალს, მხარი დაუჭიროს მშვიდობიან ცვლილებებს, იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ და ავაშენოთ საიმედო ხვალინდელი დღე,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.