«ხალხნო, გამოდით, სულ კინწისკვრით გაყარეთ ეს მოღალატე ხელისუფლება»

რატომ მოუხშირა ივანიშვილმა სასულიერო პირებთან ვიზიტს, რას უკავშირდება მისი შეხვედრა პატრიარქთან?

«ალიას» ეპისკოპოსი მელქისედეკი (დიაკონიძე) ესაუბრა:

– ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილს დაუდგა ეკლესია გვერდით, არ დადგომია არავის. არც სააკაშვილს, არც ზვიად გამსახურდიას… მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის დროს სასულიერო პირებს აუკრძალეს ივანიშვილთან დგომა, სინოდს დადგენილებაც მიაღებინეს, რომ საარჩევნო ბატალიებში ჩარევა აკრძალვოდათ მღვდელმთავრებს, მაინც არ ემორჩილებოდნენ სასულიერო პირები და ივანიშვილს დაჰყვებოდნენ წინასაარჩევნო შეხვედრებზე. ხალხიც, სადაც სასულიერო პირს დაინახავდა, იქ ეტმასნებოდა.

ივანიშვილი ფულის მოხვეჭის დიდი სპეციალისტია. პოლიტიკაში ბეცია, ფაქტია. მრჩევლები მასზე უარესი, დალაგებული და აზრზე მოსული არავინ არ გაიკარა.

ის, რომ მიტროპოლიტ პეტრეს შეხვდა, მე მგონია, ერთ-ერთი სწორი სვლა იყო მისი მხრიდან, არ ვიცი, ვინ ურჩია მასთან შეხვედრა, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება მგონია. პოლიტიკური თვალსაზრისით ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.

– რის მიღწევას ცდილობს ამ აქტივობებით ივანიშვილი?

– აქტიური პირია მეუფე პეტრე და აუცილებლად დასჭირდება ბიძინა ივანიშვილს მისი ხელი. ამიტომაც გაისროლა ამხელა ფული. «გაიზარდა» ამ მხრივ ივანიშვილი, მიხვდა, რომ, თუ ეკლესია არ გაცხრილა თავისი მოწინააღმდეგეებისგან, თუ ეკლესია არ დაუდგა კვლავინდებურად გვერდზე, ვერ გავა ფონს მომავალ არჩევნებზე.

ჩვენ საქმე გვაქვს «ქოციონალურ» მოძრაობასთან და მსგავსი ნაბიჯები, მოსალოდნელიცაა მათგან.

რამდენი ხანია, ივანიშვილი არ გაჰკარებია უწმინდესს, ანუ ახლა რაღაც ისეთი ხდება, რაღაც ისეთი იყნოსა ივანიშვილმა, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. კარგი მინდა ვიფიქრო რამე, მაგრამ კარგი აზრები არ მომდის თავში, გამოცდილებიდან გამომდინარე.

ივანიშვილი კარგი კაცია, მაგრამ გარემოცვა ჰყავს უვარგისიო, ასე რომ ცდილობენ მის გამართლებას, იმ კატეგორიის ხალხს მინდა ვუთხრა: მეფე კარგია, მაგრამ ვეზირები არ უვარგაო, იმ გამონათქვამს მახსენებს. ცუდი ვეზირების ამრჩევი მერე კარგია?! კაცი, რომელსაც ცოლი და სამი ქალიშვილი მეძავი ჰყავს და ორი ვაჟი – ნარკომანი, რაც არ უნდა კარგი იყოს ამ ოჯახის პატრონი, პიროვნულად, როგორ შეიძლება ოჯახის კარგ პატრონად ჩაითვალოს?! იქ მთავრდება შენი კაიკაცობა. ეჭვის თვალით ვუყურებ ივანიშვილს და მის ვიზიტს საპატრიარქოში. ამ ტემპით სიარულს ვერ გაუძლებს ჩვენი ქვეყანა და ხალხი.

ბახტაძის გამოსვლას ვუყურე გაეროში, სისულელეები იბჟუტურა, არ ვიცი, რა სენი სჭირთ და სიყვარული აუტყდებათ ხოლმე ამ ზნეობაგამრუდებული ხალხის ამ ახლად გამომცხვარ პრემიერებს. სასათბურე პირობებს შევუქმნით ამ ხალხს და ყველა პირობას, რომ თავისუფალი გარემო ჰქონდეთო. იქ რომ ვყოფილიყავი, მე, როგორც ქართველი, სახეში გავარტყამდი, წადი, შვილო, შენ შენი ქვეყანა გძულს! ან რამ დაადებილა ასე ეს ქვეყანა, რომ შენ პრემიერად დაგსვეს!

ხალხი ტოვებს «ქართულ ოცნებას», იმიტომ რომ ხალხი იხოცება შიმშილით და ბევრმა გაიაზრა პასუხისმგებლობა. ისეთ პირობებს უქმნიან ხალხს, რომ გაიქცნენ ქვეყნიდან. ამ ხალხს რომ ერეკებიან გარეთ, ეს ხალხი უკან გამოდეპორტებული რომ მოადგებათ გარისხებული, არ ეშინიათ, მართლაც რომ დაუნაყონ ცხვირ-პირი?! გაიტანენ გრენლანდიას! «ქართული ოცების» დასამარება მაშინ დაიწყო, როდესაც «ნაციონალური მოძრაობის» გადარჩენა დაიწყეს და ეს დასამარება მოდის იქიდან, რომ საქართველოში იდეოლოგიის საკითხი დგას ცუდად, ქვეყანას არ გააჩნია იდეოლოგია და ასეთ ქვეყანას ვერ უწოდებ სახელმწიფოს. ამაში ტელევიზიებს მიუძღვით დიდი როლი.

ერთი ჩემს მამაოსთან საუბრისას წარმოვთქვით ასეთი რამ: დღევანდელ ტელევიზიებში დაბალკვალიფიციური ბოზები ცდილობენ, თავი წარმოაჩინონ მაღალკვალიფიციურ ბოზებად. აი, ეს სიტუაციაა იმ დღისა და ღამის შოუებში, ნანუკასა და მაიას შოუებში…

– რას ფიქრობთ ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ საზღვარგარეთ შეუქმნიან ხალხს ლეგალურ სამუშაო პირობებს, აქ კი გადაამზადებენ.

– გაგიჟებულა! რას ჰქვია, გასწავლი, გადაგამზადებ და ქვეყნიდან წადი?! ბატონო ბიძინა, ვისთვის გინდა ეს ქვეყანა?! არაბებისა და ოსმალოებისთვის? ვინ ხართ თქვენ?! ადამიანი არ ხართ?! ხალხნო, გამოეთრიეთ გარეთ, ეს კაცი გინდათ კიდევ? რას აქვს ადგილი?! ან ვის რა უნდა ასწავლოს?! უნდა შეყარო ერთად ივანიშვილი და მისი თანამოაზრეები იმ მარიხუანის ბოლში გამოკეტო. იმედს ვიტოვებდი, რომ წამოსცდა, მაგრამ ორჯერ გაიმეორა, ორჯერ! ამ გამოუვალ მდგომარეობას ვერ გადაწყვეტთ მოლაპარაკებით მასთან, გამოდით, სულ კინწისკვრით გაყარეთ ეს მოღალატე ხელისუფლება.

დიანა ლიპარტელიანი, „ალია“ #14, 15-21 აპრილი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.